სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი, მათ სიყვარულის ისტორიაზე ბევრი საუბრობდა. უნიჭიერესი მსახიობები, რომელთა გზა სცენაზე გადაიკვეთა .
გორგი ვულფის „ვირის ჩრდილი“ ეს იყო სპექტაკლი, სადაც ჯერ კიდევ გრძნობებ-გაუმხელელმა მსახიობებმა ცოლ-ქმრის როლი ითამაშეს.
მსახიობებმა ოჯახი მალევე შექმნეს, ბიჭიც მალე შეეძინათ.
ვასო გოძიაშვილს სესილია ძალიან უყვარდა, თუმცა მსახიობი არავის ტოვებდა გულგრილს, ის ყოველთვის ქალბატონების დიდ ყურადღებას იმსახურებდა, არტისტი, სამწუხაროდ, გამოუსწორებელი მექალთანე აღმოჩნდა. სესილია თაყაიშვილმა
ვერ შეძლო ეპატიებინა საყვარელი ქმრისთვის ღალატი და ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი სიყვარულით ნაშენები ოჯახი დაინგრა.
სესილია თაყაიშბილი იყო ქალი, რომელიც არასდროს საუბრობდა თავის პირად ცხოვრებაზე, მას ეს დიდ ტკივილს აყენებდა, თუმცა იმას კი ხშირად ამბობდა: „ტანსაცმელი მეორე სართულიდან გადავუყარეო“.
ვასო გოძიაშვილი კიდევ რამდენჯერმე დაქორწინდა, ხოლო სესილია თაყაიშვილმა გულით სამუდამოდ ატარა მეუღლის სიყვარული და აღარასდროს გათხოვილა.
მარიამ ნებიერიძე