1. იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ზემოთ გწევენ. ცხოვრება ისედაც სავსეა იმ ადანიანებით, რომელთაც თქვენი ქვემოთ ჩამოწევა უნდათ.
2. დღეს გააკეთე ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ, ხვალ სხვებზე უკეთესად იცხოვრებ.
3. თუ თქვენ იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ისე თავისუფლად გრძნობთ თავს, როგორც მარტო ყოფნის დროს, დააფასეთ ის როგორც ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ.
4. თუ თქვენ იტყვით, რომ თქვენი მატარებელი წავიდა, გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე თვითმფრინავიც არის და იახტაც.
5. სულში ლურსმნის ჩარჭობისას, გახსოვდეთ, რომ მისი ბოდიშით ამოღების შემთხვევაში, თქვენ მაინც ტოვებთ იქ ნახვრეტს, რომლის ამივსებას და მოშუშებას, დიდი დრო დასჭირდება და ის ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის ტანჯვას მიაყენებს მფლობელს.
6. არასოდეს იმართლოთ თავი მათ წინაშე, ვისაც უყვარხართ და არც მათ წინაში, ვისაც არ უყვარხართ. ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ. ხოლო ვისაც უყვარხართ – ის თვითონ მოიგონებს თქვენთვის გაგამართლებას.
7. თუ თქვენს შესახებ ჭორები დადის, ე. ი. პიროვნება ხართ. დაიმახსოვრეთ: არასოდეს არ განიხილავენ და არ შურთ ცუდის. ყოველთვის კარგის შურთ, კარგს განიხილავენ.
8. (მამაკაცებისთვის) თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება, ნუ შეუშლით ხელს სხვას.
9. შეგეძლოს პატიება, ეს ძლიერი ადამიანების თვისებაა. სუსტები არასოდეს არ პატიობენ.
10. (მამაკაცებისთვის) იბრძოლეთ, ქალი ხომ ყოველთვის, ყველაზე ძლიერს ირჩევს, და არა მას, ვინც უბრალო ჩხუბის დროს, ხელს ჩაიქნევს და მიდის.
11. ნურასოდეს ეკამათებით იდიოტებს. თქვენ ამით მათ დონეზე ეშვებით, სადაც ისინი გაგსრესენ, თავიაანთი გამოცდილებით.
12. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანები ახლობლები თანდათანობით ხდებიან, ხოლო უცხოები – მყისიერად.
13. ისწავლეთ სიხარული ალკოჰოლის, ოცნება – ნარკოტიკის, ურთიერთობა -ინტერნეტის და ნერვიულობა სიგარეტის გარეშე.
14. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო და თქვენ არცერთ დღეს არ იმუშავებთ ცხოვრებაში.
15. მეტისმეტად ნუ იქნებით დამოკიდებული სხვებზე, რადგან სიბნელეში, საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებთ.
16. არასოდეს ინანოთ დაშვებულ შეცდომებზე, შეცდომა რომ არ დაგეშვათ, ვერასოდეს მიხვდებოდით, სწორედ როგორ უნდა გაგეკეთებინათ.
17. თუ გინდათ იქონიოთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მოგიგიწევთ იმის კეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.
18. წაგების შემთხვევაში, უბრალოდ გაიღიმეთ. გამარჯვებულს, გამარჯვების გემო ეკარგება.
19. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება. აუცილებლად! რომ დილაობით საწოლიდან ადგომა შეძლოთ.
20. თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენს მიერ დაკავებული ადგილი, გამოიცვალეთ. თქვენ ხომ ხე არა ხართ წასვლა , რომ ვერ შეძლოთ.
21. ყოველთვის, როდესაც უსიამოვნება შეგხვდებათ, დასაძინებლად დაწექით.
22. თუ არავისზე იქნებით დამოკიდებული, არავინ დაგაღალატებთ.
23. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ და რისი გაკეთებაც სწორედ მიგაჩნიათ. თქვენი ქმედება, მაინც ყოველთვის, განხილვის საგანი იქნება სხვებისთვის.
24. არასოდეს ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდი, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამას, თქვენს მაგივრად გააკეთებენ.
ლალი ადიკაშვილი