გამორჩეული გარეგნობის მსახიობი, მან მოახერხა მაყურებლისთვის თავი შეეყვარებინა არა მარტო გარეგნობით, არამედ დიდი ნიჭიერებითაც. მან შექმნა არაჩვეულებრივი როლები: „ცისკარა“, „აბეზარა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჩვენი ეზო“, „ჩრდილი გზაზე“, „გლახის ნაამბობი“ – ამ ფილმებში შესრულებული როლებით, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ,დიდი პოპულარობა მოიპოვა…
მსახიობს მიუხედავად, დიდი კარიერული წარმატებისა,დიდ ოჯახურ ტრაგედიას მოესწრო. მამა გადასახლებული ჰყავდა, როცა უკან დაბრუნმა მეუღლე გათხოვილი დახვდა. ძალიან განიცადა გოჩას მამამ ეს ამბავი და მალევე გარდაიცვალა. მაგრამ მსახიობს, მეგობრების თქმით, ვერავინ შეატყობდა ამდენი რამე თუ ჰქონდა გამოვლილი…
გოჩა აბაშიძემ თავისი მომავალი მეუღლე ნუნუ გაბუნია საერთო მეგობრების წრეში გაიცნო, ნუნუ მაშინ სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგონა იყო, ხოლო გოჩა უკვე შემდგარი მსახიობი, თეატრალური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ დღის გაცნობილი ადამიანი, მეორე დღეს ნუნუს პირდაპირ სახლში ესტუმრა, უფრო მეტიც, თითქმის ყოველ დღე დადიოდა, უკვე ნუნუს მეზობლებსაც კარგად იცნობდა, სიყვარულში კი თავად ვერ გამოუტყდა, მეგობარს უთხრა, ხოლო მეგობარმა ნუნუს. ქალბატონი ნუნუ გაბუნია როგორც იხსენებს მსახიობს ძმასავით უყურებდა და ამ ამბავმა ძალიან გააკვირვა, ამიტომ შეუთვალა: ჩემთან აღარ მოვიდეს, მანამ სანამ არ გაქრება ეს გრძნობაო. მართლაც, გოჩა აბაშიძე რამდენიმე კვირა დაკარგულა, ყველას ძალიან დააკლდა, ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონ ნუნუსთან მოვიდა და ხელი თხოვა…
წყვილის ქორწინება სულ რაღაც სამი წელი გაგრძელდა, გოჩა აბაშიძე ხშირად ცდილობდა მეუღლის შემორიგებას, მაგრამ ამაოდ, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ისინი ოფიციალურად განქორწინებულები არ ყოფილან, : „ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ოფიციალურად გაყრილები არ ვყოფილვართ. ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად. ჩემი შვილი უმამოდ იმ დროს დარჩა, როდესაც მამა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ოჯახი აღარ შემიქმნია, მაგრამ რაც მთავარია, მყავს შვილი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილი – გოჩას შვილთაშვილი“ – ამბობს ქალბატონი ნუნუ.
მსახიობმა საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე…
მოამზადა : მარიამ ნებიერიძემ