შიში, გაურკვევლობა და ეჭვი ოდითგანვე წარმატებისა და ბედნიერების ყველაზე დიდი მტრები იყვნენ. ამიტომაა, რომ ყველაზე წარმატებული გაყიდვების სპეციალისტები მუდმივად ებრძვიან შიშს, რომელიც მათ უკან დახევას ცდილობს. ორი ყველაზე დიდი შიში, რაც გზაზე გეღობებათ, არის წაგების, ანუ დამარცხებისა და კრიტიკის, ანუ უარყოფის შიში
ეს არის ორი მთავარი მტერი, რომლებიც უნდა დაამარცხოთ.
როგორც ირკვევა, მოქმედებისგან თვითონ დამარცხება ან უარყოფა კი არ გაფერხებთ, არამედ შიში, რომ იქნებით წაგებული ანუ უარყოფილი. ცუდის მოლოდინი გხდით უმოქმედოს და გაკავებთ ნაბიჯების გადადგმისგან, სწორედ ამ შეგრძნებას უნდა ებრძოლოთ, თუ გსურთ, რომდასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
სინამდვილეში, ყველას ეშინია რაღაცის და ხშირ შემთხვევაში, ბევრი რამის. ყველას, ვისაც იცნობთ, გარკვეულწილად ეშინია წარუმატებლობისა და უარყოფის. მშიშარა ადამიანსა და გმირს შორის განსხვავება იმაშია, რომ გმირი ოდნავ უფრო გამბედავია. ჩვეულებრივი ადამიანი ცდილობს, შიშის მომგვრელ სიტუაციებს გაექცეს და თავი აარიდოს, გამბედავი კი თავს აიძულებს, შიშს თვალი გაუსწოროს.
მსახიობმა გლენ ფორდმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „თუ არ აკეთებთ იმას, რაც გაშინებთ, მაშინ შიში თქვენს ცხოვრებას წარმართავს.
“როცა ადამიანს ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ის ბევრს ვერ მიაღწევს.” ჩინური სიბრძნე
თუ ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, პირველად უფრო დიდსა და რთულ საქმეს შეუდექით. საკუთარი თავი აიძულეთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ და დაჟინებით მიჰყვეთ არჩეულ გეგმას. ნუ დაიწყებთ ახალ სამუშაოს ძველის დამთავრებამდე.
ბრაიან თრეისი „შეჭამე ბაყაყი“