რეიჰანე ჯაბარმა ევინის ციხეში 7 წელი გაატარა მოძალადის მკვლელობის გამო. შემდეგ კი, 26 წლის ასაკში, ჩამოახრჩვეს.
გთავაზობთ მის ბოლო ხმოვან წერილს:
“დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, როგორც კი განაჩენს აღასრულებენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც გადარჩება და მისცენ მათ ტრანსპლანტაციისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს მიიღებს, არ მინდა, რომ რაიმე იცოდეს ჩემ შესახებ, უბრალოდ იყოს საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან,არც ლოცვა.
არ მინდა, რომ გქონდეს ჩემი საფლავი, სადაც მოხვალ შავი კაბით და დამიტირებ. გთხოვ, ქარს გამაყოლე..
და ნუ იტირებ, ძვირფასო დედა!’’
2009 წელს ირანის ხელისუფლებამ რეიჰანე ჯაბარი სიკვდილით დასაჯა. საერთაშორისო პეტიციამ, რომელიც სიკვდილით დასჯის განაჩენის გაუქმებას მოითხოვდა 200 000 ხელმოწერა შეაგროვა. მიუხედავად საერთაშორისო კამპანიისა და მოწოდებისა, შეეცვალათ სასიკვდილო განაჩენი, რადგან ქალი თავს იცავდა მოძალადისგან, ის თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს.
სამწუხაროდ სიკვდილით დასჯა პრობლემად რჩება არა მხოლოდ ირანში.
წყარო : Marao.ge