Skip to content

როგორ ინარჩუნებს უსაყვარლესი დონა მარია ელეგანტურობას 92 წლის ასაკში

დონა მარია ჯილო 92 წლის ასაკშიც კი ძალიან ელეგანტურია. დილის 8 საათზე უკვე გამოწყობილია, ვარცხნილობასაც დაიყენებს და მიუხედავად სუსტი მხედველობისა, დახვეწილი მაკიაჟიც სულ აქვს გაკეთებული.

აი, რა უპასუხა მხცოვანმა ლამაზმანმა კითხვაზე: “როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?”

  1. არ იფიქრო ციფრებზე, რომლებიც უმნიშვნელოა. ციფრებში შედის ასაკი, წონა და სიმაღლე. დაე, ექიმებმა ინაღვლონ ამაზე.
  1. იახლობლე მხოლოდ მხიარულ ადამიანებთან. უკმაყოფილო და წუწუნა ადამიანები უკან დაგხევენ ცხოვრებაში.
  1. გააგრძელე სწავლა. მეტი გაიგე კომპიუტერებზე, ხელობებზე, მებაღეობაზე – რაზეც გენებოს, იმაზე.
  1. დააფასე ყველა წვრილმანი.
  1. ხშირად იცინე, ხმამაღლა და დიდხანს. იცინე, მანამ სუნთქვა შეგეკრება. და თუ გყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ბევრს გაცინებს, მეტი დრო გაატარე მასთან.
  1. ცრემლებიც იქნება. იგლოვე, გამაგრდი და გააგრძელე ცხოვრება. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენთან ერთად დარჩება მთელი ცხოვრება – ეს თავად შენ ხარ. იცხოვრე, მანამ ცოცხალი ხარ.
  1. გარშემო შემოიკრიბე ყოველივე ის, რაც გიყვარს. იქნება ეს ოჯახი, ცხოველები, მცენარეები, ჰობი თუ სხვა რამ.
  1. შენი სახლი – შენი თავშესაფარია. გაუფრთხილდი მას!
  1. გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას. თუ კარგია – შეინარჩუნე, თუ მერყევი – მიმართე დახმარებას.
  1. ნუ დაბრუნდები იქ, სადაც დამნაშავედ გრძნობდი თავს. იარე მაღაზიებში, სხვა ქვეყანაშიც კი წადი, ოღონდ არა იქ, სადაც ოდესღაც სინდისი გქენჯნიდა.
  1. უთხარი საყვარელ ადამიანებს, თუ როგორ გიყვარს ისინი და გამოიყენე ნებისმიერი მომენტი, რომ იყო მათთან ერთად.

მოამზადა ნინო მაზანიშვილმა