Skip to content

პოზიტიური დამოკიდებულება პრობლემებისადმი

(ტაო ბედნიერების შესახებ)
შენიშვნა: ამ ორი პატარა ისტორიის მონაწილეები არიან 3 და: არომი,აპორნი და არპა.
1.მიეჩვევი
  ერთ დღეს არომი წავიდა მკითხავთან,რათა თავისი მომავლის შესახებ გაეგო რამე. მკითხავმა უთხრა,რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის და პრობლემის გადალახვა მოუწევდა.
– და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება? – იკითხა არომმა.
– ,,არა,მაგრამ შენ ამ ყველაფერს მიეჩვევი“- უპასუხა მკითხავმა.
2. ბილიკის დაზიანებული ნაწილის შეკეთება.
ერთ დღეს არომი დედამ მაღაზიაში გააგზავნა,რათა თევზის სოუსი ეყიდა. მან იყიდა სოუსი, მაგრამ უკან როდესაც ბრუნდებოდა,დაეცა იმ ბილიკზე,რომელიც მის სახლსა და მაღაზიას აკავშირებდა და ნახევარი ბოთლი სოუსი დაეღვარა. სახლში მისულმა არომმა დედას შესჩივლა: ,,ძალიან ცუდია,რომ ნახევარი ბოთლი სოუსი დამეღვარა“.
ერთი კვირის შემდეგ,დედამ აპორნი გაგზავნა მაღაზიაში,რათა ერთი ბოთლი ზეთი ეყიდა. აპორნმა იყიდა ზეთი,მაგრამ იგი უკან დაბრუნებისას,თავისი დის მსგავსად დაეცა ბილიკის დაზიანებულ მონაკვეთზე და ნახევარი ბოთლი ზეთი დაეღვარა. სახლში მისულმა აპორნმა დედას უთხრა: ,,გამიმართლა,რომ შევძელი ნახევარი ბოთლი ზეთი გადამერჩინა“.
ერთი კვირის შემდეგ არპას მაღაზიაში წასვლის რიგიც დადგა. იგი მაღაზიაში ერთი ბოთლი ღვინისათვის გააგზავნეს. უკან დაბრუნებისას იგიც წაიქცა იგივე ადგილზე და ღვინის ნახევარი დაეღვარა. შინ დაბრუნებულმა არპამ დედას უთხრა: ,,საბედნიეროდ ჩვენ კიდევ დაგვრჩა ნახევარი ბოთლი ღვინო და გპირდები,რომ შემდგომში უფრო ფრთხილად ვიქნები.“
ამ სიტყვების შემდეგ არპა დაბრუნდა გზის იმ ნაწილზე სადაც ის და მისი დები წაიქცნენ. გაასუფთავა ქვებისაგან და გაასწორა უსწორმასწორო ადგილები. ამის შემდეგ ბილიკზე აღარავინ წაქცეულა.
გაკვეთილი რომელიც ამ ისტორიებიდან უნდა ვისწავლოთ
 პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ,მაგრამ მათთან გამკლავებას უნდა მიეჩვიოთ. უნდა შეძლოთ მათი დასაძლევი გზებისა და ძალების გამონახვა და ნეგატიურში პოზიტიურის დანახვა.