Skip to content

იაპონიაში მატარებლის მიმოსვლა ერთადერთი მგზავრის – სკოლის მოსწავლე გოგონას გამო არ შეაჩერეს

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე არსებული სარკინიგზო სადგური კამი-სირატაკი უკვე წლებია მხოლოდ ერთი მგზავრის გამო მუშაობს, იუწყება Citylab-ი.

სამი წლის წინ, იაპონიის რკინიგზამ, სადგურის სიშორის გამო ამ მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა. თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მატარებელს ერთადერთი მგზავრი ჰყავდა  მოსწავლე გოგონა, რომელიც ყოველდღე სკოლაში დადიოდა. 

მატარებელი სადგურზე მხოლოდ მისთვის ჩერდებოდა, დღეში ორჯერ, როცა გოგონა სკოლაში მიდიოდა და როდესაც იქიდან უკან, სახლში ბრუნდებოდა. 

იაპონიის რკინიგზის გადაწყვეტილებით, სადგური აღარ დაიხურა და იფუნქციონირებს 2016 წლის მარტამდე, როდესაც გოგონა სკოლას დაამთავრებს. 

მიხეილ ჭაბუკაშვილი; წყარო: 1tve.ge ; Citylab ;