Skip to content

როგორ მოვახდინოთ გავლენა აუდიტორიაზე – ბრაიან ტრეისის რჩევები

რა არის საჯარო გამომსვლელის მთავარი მიზანი? – გაართოს აუდიტორია, მიაწოდოს ინფორმაცია და მისცეს სტიმული, ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

თუკი გსურს, რომ შენი მოხსენებით ეფექტი მოახდინო, აუცილებელია, აუდიტორიის გართობა და აღფრთოვანება შეძლო.

  1. სიტყვა მოულოდნელი, თუმცა აუდიტორიასთან დაკავშირებული ფრაზით უნდა დაიწყოთ

ხშირად გსმენიათ ალბათ: ,,გილოცავთ, თქვენ მოზარდების იმ 10 %-ში ხართ, ვისაც გაუმართლა და აქ მოხვდა.’’

მე ამას ვამბობ რუსეთში, ჩინეთში, ფინეთში, კანადაშიც და ატლანტაშიც, ყველგან:

,,თქვენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ხართ.’’

,,რატომ არის ეს ასე?’’

,,იმიტომ, რომ შენ აქ ხარ.’’

,,თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ისწავლიან, როგორ გახდნენ უკეთესები. დანარჩენი 90% კი ყოველთვის გამონახავს მიზეზს მსგავსი სემინარების გასაცდენად.’’

შემდეგ ვეკითხები – ,,რამდენი ადამიანი იცით ისეთი, რომელიც მოსვლას აპირებდა, თუმცა ბოდიში მოიხადა და არ მოვიდა?’’

მთელი აუდიტორია ამ უკანასკენლთა რიცხვში სწორედ იმ ადამიანებს ჩამოთვლიან გონებაში, რომლებიც წარუმატებლები არიან.

შეგიძლიათ მითხრათ რისი სწამთ, რა არის მათი მიზნები, იმედები, ოცნებები და ღირებულებები?

არა.

მთავარია თქვენ აქ ხართ. აქ მოსასვლელად სხვა საქმეები გადადეთ.

შემდეგ ვამბობ – ,,ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, თქვენი შემოსავლების შესახებ რომ მცოდნოდა, ასე რიხიანად საზოგადოების მოწინავე 10%-ში არ შეგიყვანდით“.

,,გახსოვდეთ, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხართ, მთავარია საით მიდიხართ‘’.

,,ჩვენს გზას აწმყო განსაზღვრავს. შენ აქ ხარ და ეს ნიშნავს, გადაწყვიტე, გქონდეს უკეთესი მომავალი. მიზანდასახულობა განაპირობებს თქვენს მომავალ ქმედებებს“.

იმასაც ვამბობ, რომ მათვის იმ იდეების გაზიარებას ვაპირებ, რომელიც ამ სფეროში მოღვაზე წარმატებული ადამიანების 10 %-მა უკვე გამოსცადა. იმასაც დავამატებ, რომ სწორედ ეს იდეები დაეხმარებათ, მიზნებამდე სწრაფად მიღწევაში. აქედან უკვე საუბარზე გადავდივარ.

უყურეთ, სტივ ჯობსის ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლას:

  1. ხანდახან შემდეგ შეკითხვას ვსვამ – ,, მითხარით, ადამიანების რამდენი პროცეტი ფიქრობს ემოციურად და რამდენი რაციონალურად ან ლოგიკურად? ‘’

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მპასუხობენ – ,,10 % ლოგიკურად და 80 ან 90 % ემოციურად. ‘’

ეს ასე არ არის. ადამიანების ფიქრი 100 %-ით ემოციურია.

ეს რას ნიშნავს?

ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ემოციურად ფიქრობენ და ამართლებენ ლოგიკურად.

ქვეცნობიერი და ემოციები რამდენიმე ათასჯერ სწრაფად მოქმედებენ, ვიდრე ლოგიკა.

მაგალითად, შენ შეიძლება შეხვდე ადამიანს და უცებ მოგეწონოთ. შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ უცებ მოგწონებოდათ. თქვენი ემოციები უცაბედად მოქმედებნენ, თუმცა მას მოყვებოდა ლოგიკა, რომლითაც მიზეზებს ხვდებით.

  1. საუბრის დროს უთხარით მსმენელს, რომ ძალიან კარგები არიან

,, შენ 10 %-ში ხარ, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იცი … ‘’

,, 10 პროცენტში მყოფ ადამიანებს თავისით უყვართ ამის კეთება … ‘’

,, ადამიანები, რომლებიც 10 პროცენტში ყოფნისთვის ისწრაფვიან, ისახავენ მიზნებს და თავიანთ დროს ამის მიხედვით გეგმავენ.’’

ხშირად ვეუბნები მათ, რამდენად კარგებიც არიან. ძალიან სასიამოვნოა. ისინი იღიმიან და ბედნიერები არიან.

ისინი ფიქრობენ…

,, სანამ მან არ მითხრა, მე ვერ ვაანალიზებდი, რომ 10 %-ში ვიყავი. ‘’

  1. დაუბრუნდი დასაწყისს

საინტერესო დასაწყისი ყველაფრის საფუძველია. დაიწყეთ ნამდვილი ისტორიით, რომელთანაც პარალელებს მთელი საუბრის განმავლობაში გაავლებთ. ეს მომგებიანია, რადგან რეალურია.

  1. საუბარი აუდიტორიის ინტერესებს დაუკავშირეთ

ბევრს უთქვამს, რომ იძულებული გახდა აქ მოსულიყო. არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, ვერაფერს ისწავლიდა.

მთავარია იცოდეთ, რა იქნება მათთვის მოტივაცია, რომ მოგისმინონ.

ყველა საკუთარ თავზეა ორიენტირებული, ამიტომაც ვსვამ შეკითხვას, თუ რამდენს უნდა შემოსავლების გაორმაგება.

უცებ იწევენ ხელს.

შემდეგ ვამბობ – ,, სემინარების განმავლობაში გეტყვით რამდენიმე ხერხს, რომლებიც შემოსავლების გაორმაგებაში დაგეხმარებათ. თქვენი აზრით პროდუქტიული იქნება ეს? ‘’

ყველა მეთანხმება.

  1. გაართეთ აუდიტორია ამბებით

ყოველთვის უამბეთ საინტერესო ისტორიები.

ნამდვილი ისტორიები პრეზენტაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეგიძლია ძალიან მოკლე ამბებიც მოყვე, ეს უკეთესიც კი არის.

უთხარით – ,, მე გაგონილი მაქვს ეს ისტორია… ‘’

და შემდეგ უამბეთ.

ან ,,მომეცით ნება, მოგიყვეთ ამბავს‘’, ან ,, ეს ახლახან გავიგონე და შემძრა… ‘’

მთელი აუდიტორია ყურადღებას თქვენსკენ მომართავს.

როდესაც ფაქტებით საუბრობთ, დეტალებს უღრმავდებით, სტრატეგიებს აცნობთ, ისინი გისმენენ.

თუკი რამდენიმე ისტორიის მოყოლას შეძლებთ, ეფექტური იქნებით.

  1. საუბარი 3 თემის გარშემო

საუბრისას აუცილებლად გახსოვდეთ ზომიერება

თქვენი საუბრის ძირითადი ჩარჩო ასეთია:
1. შესავალი
2. ძირითადი ნაწილი: მაქსიმუმ 3 მთავარი საკითხი
3. დასკვნა დასასრულით
გაქვთ ძლიერი დასაწყისი, პირველი საკითხი და შემდეგ ამბავი.

შემდეგ მეორე საკითხი და ამბავი
მესამე საკითხი და ამბავი
შეჯამება და დასასრული.
ეს ამბები ყველა ერთმანეთთან კავშირშია. შეგიძლია მოყვე შთამაგონებელი და ემოციური ამბები.

  1. შეგიძლია, საუბარი იმ საკითხებით დაიწყო, რომლითაც მსმენელის ყურადღებას მიიქცევ.

ასე რომ, აუდიტორიის ინტერესების გამოცნობა მოგიწევს.

  1. ზუსტად განუმარტეთ, რას შეიძენენ თქვენი საუბრიდან

საუბრის დაწყების ერთ-ერთი ვარიანტი – ,, არსებობს სამი გზა, რომელიც მომავალი 12 თვის განმავლობაში შემოსავლების გაორმაგებაში დაგჭირდებათ. ‘’

შემდეგ პაუზა.

პაუზის ძალა

როდესაც საუბარს წყვეტ, იცი რა ხდება?

სანამ კითხვას განაგრძობთ, უყურეთ ვიდეოს:

https://www.youtube.com/watch?v=D5hMN_XkPQA

მათ აინტერესებთ, რა არის ეს სამი რამ.

შემდეგ ამბობენ, – ,, სამი რამ ყოფილა ეს, ესა და ეს. ‘’

შემდეგ საკუთარ თავებს კითხვას უსვამენ ,, როგორ გავაკეთო ეს. ‘’

თევზაობას გავს. ამით მათ იტყუებ.

ამ რჩევების გამოყენება დაგეხმარებათ გაართოთ აუდიტორია, მთელი პრეზენტაციის განმავლობაში, ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს.

რას ფიქრობთ?

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა