სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ლიდერად ვარ დაბადებული. თუმცა წარსულში რომ ვიხედები, ვხვდები, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ვისწავლე რამდენიმე ღირებული რამ, რაც კვლავ მეხმარება განვითარებაში.
დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად, რომ ცხოვრებას თავად ვერ ვმართავდი, თუმცა ერთხელაც მივხვდი, რომ იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე აქამდე მეგონა. ვიყავი ლიდერი, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი ბარიერიც შეხვედრია და წარმატებისთვისაც მიუღწევია. მინდოდა ჩემი იდეები სხვებისთვის გამეზიარებინა და მათ წინსვლაში დავხმარებოდი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მიუდგე მოვლენებს. დაინახე ისინი, როგორც შესაძლებლობა, როგორც გაკვეთილები. ყველა წარმატებას, მარცხს თავისი მიზეზი აქვს, მთავარია გამოწვევებს მომზადებული შეხვდე.
1. შეცდომებს ყველა უშვებს
ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ შეიძლება საუკეთესო არ ვყოფილიყავი. მოგვიანებით მივხვდი, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია და მეტიც, საჭიროა… ამის გააზრების შემდეგ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანდა. ვაფასებდი მათ, ვის შეცდომებზეც ვსწავლობდი. როდესაც რამე არ გამომდიოდა, ყველაფერს თავიდან ვიწყებდი. არასრულყოფილება ჩემთვის იყო შესაძლებლობა მეპოვნა და გამომესწორებინა მინუსები.
2. შემდეგ ყველაზე დიდი სტრესი იწყება.
ლიდერს უამრავი პასუხისმგებლობა აქვს.იმედგაცრუებული ვიყავი. დამარცხებას ვერ ვეგუებოდი. იმედგაცრუებას ვგრძნობდი.
რამდენიმე მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ გამოსავალი ყველაფერში არსებობს.
ამის შემდეგ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე დავიწყე ფიქრი და მათ აღმოფხვრას ჩანასახშივე ვცდილობდი. საბოლოოდ მეტად თავდაჯერებული გავხდი.
3. დრო და თავმდაბლობა წარმატების საწინდარია
წარმატებისთვის რომ მიმეღწია შრომა, მოთმინება და მიზანდასახულობა დამჭირდა. დროს კარგად ვანაწილებდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტად განვვითარებულიყავი.
ვიცი, რომ ხანდახან ლიდერებიც განიცდიან მარცხს. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერობა ჩემი მოწოდებაა. მე შესანიშნავად ვიცნობ ადამიანებს, რადგან ბევრი რამ მაქვს გამოცდილი. რთულ სიტუაციაშიც კი შემიძლია სიმშვიდის შენარჩუნება. ვისწავლე, როგორ აღმოვაჩინო პრობლემები და როგორ აღმოვფხვრა საფუძველშივე. იმასაც მივხვდი, რომ მე სასწაულების მოხდენა არ შემიძლია და თუ საზიზღარი მმართველივით არ მოვიქცევი, მეტად წარმატებული ლიდერი ვიქნები.
რატომ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას? იმიტომ, რომ კარგი ლიდერები ასე იქცევიან.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა