Skip to content

იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

“ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.

მშია შვილო… მე ბოლო ორი ლარი მივეცი.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: “თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე.”

-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!

………………

უბრალოდ მინდა შევძლო, დავრჩე ადამიანად…”

ავტორი: ნინო ქოქოსაძე