რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელები ზუგდიდის ერთერთ უბანში მოხატულმა ნაგვის ურნამ მოიცვა. ვიღაცამ კარგად უხუმრია და ურნაზე უზარმაზარი “სპანჯბობი” დაუხატავს.
ყველა დაინტერესდა კრეატიული იდეის ავტორით და “ხულიგანს” ვინაობა არც დაუმალავს – ეს როსტომ ზარანდიაა! როდესაც ვკითხეთ, ასე რატომ გაისარჯა, გვიპასუხა, რომ უნდოდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხზე საზოგადოების ყურადღება მიექცია და მიაღწია კიდეც. იდეა იმდენად უწყინარი, სახალისო და კეთილი აღმოჩნდა, რომ როსტომისთვის ადმინისტრაციულ სასჯელის დაკისრება არავის მოსვლია აზრად.
თუმცა, ურნების მოხატვა როსტომის ერთადერთი საზრუნავი ნამდვილად არ არის. 1 წლის წინ, როსტომმა მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯი ზუგდიდი” დააარსა შშმ პირებზე საზრუნავად. მისი ყველა ქმედება მიმართულია სოციალური კეთილდღეობისკენ და ეს არის მკაფიო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება და ყველაზე საამაყო სწორედ ისაა, რომ ყოველივე ეს ხდება აქ – საქართველოში და ადამიანი, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ხელის ჩაქნევის მაგივრად, თავად არის მოსიარულე 4მოტივი.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და მისცეთ ხმა როსტომ ზარანდიას, სიკეთის სახელით! http://imedi.ge/index.php?pg=vt