ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლება გადავწყვიტე.
21 წლის ვიყავი. ფული არ მქონდა. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი და შუა ზამთარში, მთელ დღეს მშენებლობაზე ვატარებდი. ვმუშაობდი. საღამოობით, კი სახლიდან გაღწევის და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა არ მქონდა. სამაგიეროდ, ფიქრისთვის ზედმეტად ბევრი დრო მრჩებოდა.
ვხვდებოდი, რომ თუკი ცხოვრების შეცვლა მსურდა, პირველ რიგში მე უნდა შევცვლილიყავი. სხვაგვარად არაფერი შეიცვლებოდა.
დღემდე მახსოვს ეს მომენტი…
ეს პარაშუტით გადახტომას ჰგავდა. ერთდროულად საშიშიც იყო და სასიამოვნოც. ცხოვრების ზღვარზე ვიდექი. ბოლოს მაინც გავბედე გადახტომა. ამ მომენტიდან მივხვდი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი. ვიცოდი, რომ ყველაფერი, წარმატებაც კი, ჩემზე იყო დამოკიდებული.
წარმატებისკენ სწრაფვისას, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ნეგატიური ფიქრები წარმოადგენს. ისინი გაბრკოლებენ, გღლიან და ბედნიერებას გართმევენ. ოდითგანვე ასე იყო. ისინი უფრო დიდ ტკივილს აყენებენ ინდივიდსაც და საზოგადოებასაც, ვიდრე ნებისმიერი ისტორიული ,,შავი ჭირი’’.
თუკი ბედნიერება გსურთ, მიზნად ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლება უნდა დაისახოთ.
ნუ მოუძებნით სოციალურად მიუღებელ ქცევას მისაღებ ახსნას. ამ დროს საკუთარ თავს მსხვერპლის როლში აყენებთ და მიუთითებთ სხვა ადამიანზე ან ორგანიზაციაზე, როგორც მჩაგვრელზე.
ნუ იფიქრებთ ზედმეტად ბევრს იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ზოგიერთი ადამიანის მთელს იმიჯს ეს განსაზღვრავს. მათ ნაკლებად აქვთ პიროვნული ღირებულებები. მუდმივად სხვებზე ფიქრობენ. საკუთარ თავზე არცთუ ისე სასიამოვნო აზრების მოსმენისას ბრაზდებიან, უხერხულობას გრძნობენ, სცხვენიათ ან სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.
ნეგატიური ფიქრებისაგან დაღწევის საუკეთესო საშუალება პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებაა.
შეუძლებელია თქვათ – ,,მე პასუხისმგებელი ვარ!’’ – და კვლავ გაბრაზება იგრძნოთ.
დაფიქრდით, თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა!
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა