,,რატომ დადიხარ ასე გვერდულად?’’ – ჰკითხა თავის შვილს დედა კიბორჩხალამ.
,,ყოველთვის სწორად უნდა იარო!’’
,,დედა, მაჩვენე, როგორ ვიარო. მინდა, ვისწავლო.’’ – შვილმა მორჩილად უპასუხა.
დედამ სწორად გავლა და შვილისთვის მაგალითის მიცემა გადაწყვიტა, თუმცა ამაოდ. ცხვირით დაეცა.
მორალი: ,,ნურავის ასწავლი ჭკუას, სანამ მაგალითს თავად არ უჩვენებთ.’’