„თეატრი ჩემთვის არის ცხოვრების წესი,ხოლო თეატრის დანიშნულებაა შენს მიერ ჩადებული საპასუხო ემოციის გამოწვევა „(თ. ჩხეიძე)
მათ სასიყვარულო ისტორიას თემურ ჩხეიძის მეუღლე იხსენებს :
„მეოთხე კურსზე ვიყავი, თემურს რომ შევხვდი და შემიყვარდა. თემური, როგორც რეჟისორის ასისტენტი, ისე მოვიდა ბატონ მიშა თუმანიშვილთან. ჯერ ერთი, მერე მეორე სპექტაკლი დადგა. მე ჩემი გრძნობა მქონდა შენახული, მას – თავისი. დაახლოებით სამ წელიწადში დავქორწინდით. რაც შეეხება ბარიერებს, მიზეზი ჩვენი გვიან შეუღლებისა იყო ის, რომ თემურს ოჯახი ჰქონდა. თემური ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ცოლი უყვარდა, როცა მოიყვანა, მაგრამ მერე მათი ინტერესები გაიყო.
კარგა ხანს ვიხევდით უკან, რათა ვინმესთვის გული არ გვეტკინა. ვფიქრობდი, სერიოზული გრძნობა არ აქვს ჩემ მიმართ, იქნებ დაუბრუნდეს ოჯახს-მეთქი. უნდა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ის მზად იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ, ცხოვრება ისეთი რამეა, რასაც არ ფიქრობ, სწორედ მას გადაეყრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მომხდარიყო. სიყვარული არაფერს ითვალისწინებს და ამის გამო საკმაოდ დიდი გამოცდა მოვუწყვეთ საკუთარ თავს.
უკვე ოცდათხუთმეტი წელია, ერთად ვართ, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი. წლებმა დაამტკიცა, რომ ერთად კარგად ვართ და ერთად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, იმის განცდა, რომ ამ სიყვარულის გამო ოჯახი დაინგრა, დღემდე მომყვება. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში დადგა რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, აღარ ვხვდებოდით. ჩემი ოჯახი ძალიან წინააღმდეგი იყო ჩვენი შეუღლების, ისევე, როგორც თემურის მხრიდან იყვნენ წინააღმდეგი. მერე, როცა მივხვდით, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ერთად ყოფნა გვინდოდა და არ ვიყავით, შევუღლდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასავით არასდროს არავინ შემიყვარდებოდა...“
თემურ ჩხეიძის გამონათქვამები:
„ყოველთვის ვცდილობ ისეთი სპექტაკლები დავდგა, სადაც ერთნიშნა პასუხი არ არის. ხანდახან ვფიქრობ, რომ თეატრში სიტყვის ფასი დაკნინდა.“
„დმარატურ თეატრში არშეიძლება სიტყვის უგულნებელყოფა,მისი მნიშვნელობის არ შეგრძნება.“
„პერსონაჟების განსხეულება, ვფიქრობ, თეატრში ხდება მხოლოდ, ხოლო თეატრი, რომელიც ამა თუ იმ ემოციას არ იწვევს,ის არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ თეატრად.“
„თუ მაყურებელი ისევე წყნარად იჯდება სავარძელში,როგორც წარმოდგენის და-წყების წინ, ჩათვალეთ, რომ სპექტაკლი უემოციო ყოფილა.“
„თეატრში ყველაზე დიდი საიდუმლო ისაა, რასაც ვერ დადგამ“.
დღეს თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა
მომზადა მარიამ ნებიერიძემ