Skip to content

„განხორციელებული ქართველი“ – დავით სარაჯიშვილი

ქართველმა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა მაჩაბელზე 1905 წელს სიყვარულის სახელით ულამაზესი სასახლე ააშენა , მისი გახსნა კი ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. თუმცა ამ ულამაზეს სახლს სარაჯიშვილების ოჯახისთვის ბედნიერება არ მოუტანია , რამდენიმე წელიწადში დავით სარაჯიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვეს მისი გარდაცვალების შემდეგ.

მთელ საქართველოში კიდითკიდემდე ზარის ხმად გაისმა დათიკოს სიკვდილისაუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ძმაო დათიკო, ჩვენ რომ ვერ დაგივიწყებთ, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობაც და ყოველ ეროვნულ საქმის დროს, შენც, როგორც თანამოზიარე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი…”(აკაკი წერეთელი)

“გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს… შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე” (ზაქარია ჭიჭინაძე).

 “…შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს“… (დავით გურამიშვილი)

 “თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა”

(იაკობ გოგებაშვილი)

გვახსოვდეს უღირს და საცოდავ თანამედროვეთა მიერ წალეკილი საქართველოს ეს დიდი და ღირსეული შვილი. იქნებ ამ ხსოვნამ ერის მიძინებული ძალები გამოაღვიძოს (გიორგი მარჯანიშვილი)

“ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპის. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურმარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ იყო შეზავებული საქებარი ქართველობა და საქებარი ევროპელობა. ჩვენი გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს – როცა თითოეული ჩვენთაგანი ისწავლის ევროპულ საქმიანობას და თან თავის ნაციონალურ ხასიათს არ დაჰკარგავს.(ნოე ჟორდანია )

“არც ერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა 30 წლის განმავლობაში ისე, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს, გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზრდა. ეკლესიისა და სკოლის გამშვენიერება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამანსპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება” (ალექსანდრე. ხახანაშვილი)

დღეს დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა!

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ