ცნობილი მოტივაციური ორატორი ლეს ბრაუნი გვიყვება, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც გაყიდვების აგენტად მუშაობდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეექმნა იმის გამო, რომ გაყივების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა.
რამდენ პოტენციურ კლიენტს ურეკავ დღეში? – ჰკითხა მას ლესმა.
-25 -ს – უპასუხა მეგობარმა.
-გააორმაგე დარეკვების რაოდენობა. დაურეკე 50 კაცს, ან 75-ს ან თუნდაც 100 ადამიანს დღეში -ურჩია ლესმა.
– კარგი რა ეს ხომ ძალიან ბევრია და ბევრად მეტ დროს მოითხოვს – ჩაიქნია ხელი გაყიდვების აგენტმა.
– ბევრია? – აღშფოთდა ლესი. შენ ამბობ, რომ ფინანსურად მძიმე სიტუაციაში ხარ და დარეკვათა რაოდენობის გაორმაგება კიდევ ბევრად გეჩვენება?
– იცი თუ კარგად დაფიქრდები შენი ფინანსური მდგომარეობა, რომ გაიმყარო საკმარისი იქნება 2 ან 3 ავტომობილით იმაზე მეტი გაყიდო, ვიდრე ახლა ყიდი. არის თუ არა ეს სიმართლე?
– კი ასეა – დაეთანხმა გაყიდვების აგენტი.
და თუ ეს ასეა, როგორ ამბობ უარს იმაზე, რომ ორმაგად მეტი დრო დაუთმო გაყიდვების წარმოებას, როდესაც ამ მოქმედებით შენ ორმაგად ზრდი იმის შესაძლებლობას, რომ ფინანსურ გაჭირვებას თავი დააღწიო? – დაასრულა ლესმა საუბარი.
ვფიქრობ,ლესის მიერ მეგობრისათვის მიცემული რჩევა ყველა ადამიანისათვის გასათვალისწინებელია. შეიძლება ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ თუ ლესი კარგი მეგობარი იყო მაშინვე დაეხმარებოდა თავის მეგობარს მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოსვლაში და ამისათვის საჭირო ფულს მისცემდა. მაგრამ ვინც ეს გაიფიქრა მინდა კონფუცის გამონათქვამი შევახსენო:
,,თუ მისცემთ ადამიანს თევზს- თქვენ მას ერთი დღით დააპურებთ. და თუ თევზის დაჭერას ასწავლით, თქვენ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოკვებავთ”…