Skip to content

ჯიმ რონი: რას ნიშნავს კარგი ცხოვრება?


ცხოვრების უმთავრესი გამოხატულება არ არის ხელფასი, მერსედესი, მილიონი დოლარი, საბანკო ანგარიში და არც სახლი.

ჩემი აზრით, ცხოვრების მთავარი ღირებულება კარგი ცხოვრებაა. ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიიქროთ – ,, რა არის ჩემთვის კარგი ცხოვრება?” ვიცხოვროთ იმ სიის მიხედვით, რომელიც მოიცავს შემდეგ ასპექტებს: სულიერება, ჯანმრთელობა, ურთიერთობა, დასვენება.

1) პროდუქტიულობა
. 

ვერ იქნებით ბედნიერი, თუ არ იშრომეთ. ცხოვრების თამაში დასვენება არ არის. ჩვენ უნდა დავისვენოთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც ძალების მოკრებისთვის გვჭირდება. რა არის სეზონების, თესლების, ნიადაგის, მზის, წვიმისა და სასწაულის მიზეზი? გამოცადო საკუთარი თავი და შესაძლებლობები. შენც გამოცადე თავი და სხვებიც გამოცდიან. განსაზღვრე საკუთარი შესაძლებლობები. პროდუქტიულობა ცხოვრების ნაწილია.

2) კარგი მეგობრები

მეგობრობა სამყაროში საუკეთესო მხარდაჭერაა. მას ვერაფერი შეგიცვლის. ექსტრაორდინალურად სარგებლიანია. მეგობრები ის საოცარი ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე უკეთ გიცნობენ და მოწონხარ ისეთი, როგორიც ხარ.

რამდენიმე წლის წინ, ერთერთი უძვირფასესი მეგობარი დავკარგე. 53 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. თუ უცხო ქვეყნის ციხეში უკანონო ბრალდებით მოვხვდებოდი და მომცემდნენ მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარის უფლებას, მე დევიდს დავურეკავდი. რატომ? ის მოვიდოდა და მნახავდა. ეს არის მეგობრობა.

დღეს ყველას გვყავს არამუდმივი, შემთხვევითი მეგობრები. თუკი მათ დავურეკავთ, გვეტყვიან, ,,როდესაც დაბრუნდები, მოდი ჩვენთან წვეულებაზე”.

ამიტომაც უნდა გვყავდეს ნამდვილი მეგობრები.

3)კულტურა

შენი ენა, მუსიკა, ტრადიციები, ცერემონიები, ტანისამოსი. თითოეული მათგანი არსებითად მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, იმდენად უნიკალურია, რომ მათი ერთმანეთში შერწყმა სიცოცხლისუნარიანობას, ენერგიას, ძალას, გავლენას, სამართლიანობასა და უნიკალურობას გვძენს.

4)სულიერება

სულიერება არის ის, რაც ოჯახის საფუძველის შექმნასა და ფორმირებაში გეხმარებათ. უფრთხილდით თქვენი ბუნების სულიერ მხარეს, რადგან ეს ჩვენ პიროვნებად გვქმნის და განგვასხვავებს სხვა სულიერი არსებებისგან: ძაღლების, კატების, ჩიტების, თაგვებისგან.

5) არაფერი გამოტოვოთ

ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ არაფერი უნდა გამოვტოვო: არც თამაში, არანაირი წარმოდგენა, კინო, შოუ, ცეკვა. ცადე ყველაფერი, რაც შენს შესაძლებლობებს არ აღემატება. იყიდე ყველა ბილეთი, რასაც შეძლებ, გამოცადე ყველაფერი. ეს მე დამეხმარა.

მამაჩემი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუკი მას დაურეკავდით 10:30-ზე ან ღამის 11 საათზე, სახლში არ იქნებოდა. ის იქნებოდა როდეოზე, უყურებდა როგორ თამაშობდნენ ბავშვები ,,სოფტბოლს”, იქნებოდა კონცერტზე, ან ეკლესიაში.

იცხოვრე სასიცოცხლო ცხოვრებით. კარგად ცხოვრება შენს სახეზე, შენს ხმაზე აისახება. ის არა მხოლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, არამედ საქმეშიც ჩანს. თქვენ ეს საოცარ სიცოცხლისუნარიანობას გძენთ.

6) თქვენი ოჯახი და შიდა წრე

მოექეცი მათ ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ. შთააგონე და შთაგაგონებენ. როდესაც მამაჩემი ცოცხალი იყო, მოგზაურობისას ყოველთვის ვურეკავდი. ის მაშინ ყოველ დილით ფერმერებთან ერთად სასტუმროში საუზმობდა. სამხრეთდასავლეთ აიდაჰოში ვცხოვრობდით. ვურეკავდი, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებული გამხდარიყო.

როდესაც ისრაელში ვცხოვრობდი, მიწევდა ადგომა შუაღამით. ამას მხოლოდ 5-10 წუთი სჭირდებოდა. ასე რომ, ვურეკავდი მამას და ვეუბნებოდი, ,,მამა, ისრაელში ვარ.” ის მეტყოდა ,,ისრაელში! როგორ ხარ ისრაელში?” იმდენად ხმამაღლა საუბრობდა, მოსმენა ყველას შეეძლო – ,,ჩემი შვილი რეკავს ისრაელიდან.” მე ვეტყოდი ,, მამა, გუშინ მე სახურავზე ვიყავი, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.” ახლა უკვე ყველამ იცის ჩვენი ამბავი. ეს დღე მამასთვის განსაკუთრებულია.

მამა ძლევამოსილი კაცი იყო, რადგან მას, ყოველდღე, სახლიდან გასულს, შეეძლო ისევ ეგრძნო სახეზე ქალიშვილის კოცნა. როდესაც ქმარი გარეთ გადის და კიდევ გრძნობს მეუღლის ხელებს თავის სხეულზე, ის დაუმარცხებელია.

ეს არის შიდა წრე, რაც შენ ძლიერსა და გავლენიანს გხდის. არასოდეს დაივიწყო ეს შესაძლებლობები.

აქ არის ცხოვრების ყველაზე დიდი ღირებულება. წინასწარმეტყველმა თქვა: ,,არსებობს უამრავი ღირებულება და სიკეთე, მაგრამ უმთავრესი ერთმანეთზე ზრუნვაა.” არ არსებობს ცხოვრებაში სიყვარულზე მაღალი ღირებულება. უკეთესია, იცხოვრო სანაპიროზე, კარავში საყვარელ ადამიანთან ერთად, ვიდრე უზარმაზარ სახლში მარტო.

ასე, რომ დატვირთულ დღესაც გქონდე ეშმარიტი მიზანი და მიზეზი იმისა, რასაც აკეთებ.

შეგიძლიათ, იცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც ისეთ ჯილდოებს მოგიტანთ, როგორზეც ოცნებობდით!

ჯიმ რონი