Skip to content

როგორ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ზეწოლის ქვეშ: პრობლემების დაძლევის 9 ნაბიჯი

„როგორ დარჩეთ მოტივირებული, მაშინ როცა საქმეები ცუდად მიდის?“

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ პოზიტიური და მოტივირებული მაშინ, როცა პრობლემების წინაშე დგახართ.

1. არ დაადანაშაულოთ სხვები

იმისათვის, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოთ, პირველ რიგში, უნდა აიღოთ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება.იღეთ პასუხისმგებლობა და იყავით პოზიტიურები. შეახსენეთ საკუთარ თავს:

„მე ვარ პასუხისმგებელი! მე ვარ პასუხისმგებელი! მე ვარ პასუხისმგებელი!“

როგორც კი შეწყვეტთ სხვა ადამიანების დადანაშაულებას იმაში, რომ თქვენი საქმეები ცუდად მიდის, მაშინვე გაქრება ნეგატიური ემოციები, თქვენი გონება გახდება მშვიდი და სუფთა, მიიღებთ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს.

2. როგორ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ზეწოლის ქვეშ

პირველ რიგში, იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ზეწოლის ქვეშ, უნდა თქვათ უარი ავტომატურ და გაუაზრებელ რეაქციებზე. შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქოთ, რათა დამშვიდდეთ, და ყურადღებით იფიქროთ თქვენს მომდევნო სიტყვებსა და ქმედებებზე. წარმოიდგინეთ, რომ ყველა გიყურებთ, რათა დაინახონ როგორ რეაგირებთ.

3. მიიღეთ ფაქტები

ზემდეტი განცდის ნაცვლად, დაამშვიდეთ საკუთარი თავი კითხვით, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა ამა თუ იმ მოვლენამ სხვა ადამიანებზე. ყურადღებით მოუსმინეთ პასუხს.

თუ არსებობს გამოსავალი, თქვენი სამუშაო იქნება გაიაზროთ მომხდარი მანამ, სანამ რეაგირებას დაიწყებთ.

4. დასვით კითხვები

დასვით ძირითადი კითხვები და ყურადღებით მოუსმინეთ პასუხებს. გთავაზობთ რამდენიმე კითხვის ჩამონათვალს:

როგორია სიტუაცია სინამდვილეში?

რა მოხდა?

როგორ მოხდა?

როდის მოხდა?

სად მოხდა?

რა ფაქტებია?

როგორ გავიგოთ, რომ ეს ფაქტები ზუსტია?

ვინ იღებდა მონაწილეობას?

ვინ არის პასუხისმგებელი გარკვეული საგნების კეთებაზე (არკეთებაზე)?

5. ჩაიწერეთ

დაიწყეთ კითხვით „რა პრობლემაა სინამდვილეში?“ თუ საკუთარ თავზე მუშაობთ, ჩაიწერეთ პრობლემის მკაფიო დებულება ფურცელზე.

აღმოვაჩინეთ, რომ თუ შეძლებთ პრობლემის ჩაწერას ფურცელზე, ის თავისით მოგვარდება. შემდეგ ჩაწერეთ პრობლემის გადაჭრის ყველა არსებული ვარიანტი.

(ვიდეო)

6. სცადეთ რამე განსხვავებული

თუ მოიფიქრებთ პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს, შესაძლოა, იპოვოთ უფრო სასარგებლო ინფორმაცია საგნებზე.

7. ეკონტაქტეთ სხვებს

ხანდახან, როცა უყვებით პრობლემებს ახლო მეგობრებს, უფრო მალე მშვიდდებით და საკუთარი თავის კონტროლი შეგიძლიათ. განიხილეთ სიტუაცია, შეისწავლეთ მისი თითოეული კუთხე საუკეთესო გამოსავალის ძებნაში. იყავით ოპტიმისტი ნებისმიერი სიტუაციის დროს. ყოველთვის იპოვეთ რამე „კარგი“ ნებისმიერ პრობლემასა თუ სიტუაციაში.

8. მიიღეთ გადაწყვეტილებები

არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა, იპოვეთ სასარგებლო გაკვეთილი ყველა სირთულეში.

ყველა პრობლემა, რომელსაც ხვდები, იწვევს დიდ მოგებასა და შესაძლებლობა. როდესაც დაიწყებთ ნებისმიერ სიტუაციაში კარგის ძებნას და სასარგებლო გაკვეთილების გამოტანას, ავტომატურად დამშვიდდებით, დაწყნარდებით და ოპტიმისტურად შეხედავთ ყველაფერს.

9. დაკავებულობა გადაწყვეტს პრობლემას

მოიფიქრეთ უამრავი საქმე, იყავით დაკავებული და აღარ დაგრჩებათ დრო პრობლემებზე სანერვიულოდ.

მაშინ, როცა იმედგაცრუებულნი ხართ ან ეჭვი გეპარებათ თვენს შესაძლებლობებში, მოიფიქრეთ რომელიმე ქმედება, რათა გადაწყვიტოთ სირთულე და მისცეთ საკუთარ თავს ბიძგი. გახსოვდეთ, რომ პრობლემები ჩნდებიან არა ხელის შეშლისთვის, არამედ დაკვალიანებისთვის.

დასკვნა

როდესაც დგება რთული დრო და ეჯახებით ცხოვრებისეულ პრობლემებს, არ დაკარგოთ მოტივაცია, ის დაგეხმარებათ გაიაზროთ და განავითაროთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარების სტრატეგია.