დავსაჯოთ თუ ვაპატიოთ?
როგორ მოვახერხოთ თანამშრომლის დასჯა მისი დემოტივირების გარეშე?
რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ?
ასეთი კითხვები ალბათ ბევრ მენეჯერს აწუხებს განვიხილოთ სიტუაცია და მენეჯერის მოქმედება ამ სიტუაციაში.
მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ ნებისმიერ ჩავარდნასა თუ შეფერხებაზე პასუხისმგებელია ქვეშევრდომი. ტოპმენეჯმენტს არასოდეს აინტერესებს, რატომ ვერ შესრულდა ესა თუ ის საქმე. შეუსრულებლობის ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ შუა რგოლის მენეჯერს არ შეუძლია შეასრულოს საკუთარი მოვალეობები და მართოს მისდამი დაქვემდებარებული პერსონალი.
ქვეშევრდომის დეზორიენტაცია. ნინო შეპირდა, რომ თვალს დახუჭავდა ქეთის დაგვიანებებზე და ამით დააბნია იგი. ხელმძღვანელმა არ უნდა მისცეს ისეთი დაპირებები ქვეშევრდომს, რომელსაც ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, დაუშვებელია “შერჩევითი” შეღავათების გაკეთება: წესები და პროცედურები ყველასათვის საერთო უნდა იყოს.
ხელმძღვანელის მხრიდან კონტროლის არარსებობა. ნებისმიერ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ყველაფერი უნდა გამზადდეს და შემოწმდეს, განსაკუთრებით კი მონაცემები, საბუთები,ინფორმაცია. ფაქტობრივად, თათბირში ნინო იღებდა მონაწილეობას, და ის უნდა მომზადებულიყო შესაბამისად.
დაქვითვა (ფულადი ჯარიმა), როგორც სასჯელი. ასეთი უკიდურესი ზომები ნაკლებად ასტიმულირებს ქვეშერდომებს. უფრო მეტიც, წარმოიშვება წყენა, წინააღმდეგობა, კადრების გადინება. საუკეთესო მასტიმულირებელია ხელმძღვანელის მაგალითი.
თანამშრომლებმა უნდა თავიდანვე იცოდნენ კომპანიაში არსებული დასჯის და წახალისების წესების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სასჯელი შეფასდება მათ მიერ როგორც უსამართლო.
რას აკეთებს გამოცდილი ხელმძღვანელი ახალგაზრდა თანამშრომელთან (ასაკი 26 წლამდე, გამოცდილების არარსებობა, ცხოვრება მოუწყობელი) მუშაობისას? ის პირველივე დღიდანვე იწყებს მის აღზრდას. ქოუჩინგი, მენტორინგი არსებითად ერთსა და იმავეს –თანამშრომლის აღზრდას ნიშნავს. როგორც უნდა იცხოვროს ორგანიზაციაში, როგორ უნდა დაიცვას მისი წესები, როგორ უნდა დაარღვიოს ეს წესები ისე, რომ ეს არავიზე არ აისახოს, როგორ შეაფასოს საკუთარი თავი და საკუთარი მუშაობა, როგორ გათვალოს შესაძლო შეცდომები და აირიდოს ისინი თავიდან, როგორ იურთიერთოს ხელმძღვანელთან, როგორ მოითხოვოს უკუკავშირი თავის მუშაობასთან დაკავშირებით და ა.შ.
ხელმძღვანელისთვის თანამშრომლის პირადი პრობლემა, რომელშიც მან არ მოინდომა მონაწილეობა, ადრე თუ გვიან მისი პრობლემა ხდება. ბოლო დროს მენეჯერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ახალგაზრდა კადრებისთვის დამახასიათებელ პრობლემებს –ბინის ქირის გადახდის აუცილებლობა დაბალი ხელფასის პირობებში, გვიანობამდე ოფისში დარჩენის შეუძლებლობა. ხელმძღვანელს არ შეუძლია თვალი დახუჭოს ყველა ამ ფაქტორზე, რადგან ისინი განსაზღვრავენ მის საკადრო პოლიტიკას როგორც ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ, ასევე სხვა თანამშრომლების მიმართაც. თუ აიყვანე ახალგაზრდა სპეციალისტი სამსახურში და ითხოვ მისგან სრულ თავდადებას –მოგიწევს ჩაიხედო მის სიტუაციაში.
კარგი ხელმძღვანელი არასოდეს გამოძვრება ქვეშიდან საკუთარი ქვეშევრდომის შეცდომის ხარჯზე. ეს საერთოდ მიუღებელია დასავლურ ბიზნეს-კულტურაში და გაცილებით უფრო გავრცელებულია პოსტ-საბჭოურ სივრცეში. კარგი ხელმძღვანელი, თუკი დაავალებდა ახალგაზრდა თანამშრომელს საპასუხისმგებლო თათბირისთვის მნიშვნელოვანი საბუთის მომზადებას, თავში მაინც იქონიებდა საკუთარი გამოსვლის (პრეზენტაციის, ანგარიშის) ტექსტს და შეძლებდა აუდიტორიის ყურადღების დაპყრობას;
ბიზნესში ყველა კომუნიკაციური არხი ღია უნდა იყოს, სხვაგვარად ეს ბიზნესი არაა. ხელმძღვანელი ვალდებულია აუხსნას საკუთარი ქმედება ქვეშევრდომს და ამასთან მოისმინოს მისი უკმაყოფილება, ჩივილი, ცრემლები და მაინც მოახერხოს მისი მოტივირება შემდგომ მუშაობაზე. თუ მენეჯერმა არ აუხსნა საკუთარი [ნეგატიური] ქმედება თანამშრომელს, ეს ნიშნავს, რომ მან მიაწოდა მას მესიჯი: შენ მე არ მჭირდები, მე შენი იმედი არ მაქვს. ძალიან ბევრი ხელმძღვანელი ვერ აცნობიერებს ამას და იოლად სჯიან თანამშრომლებს როდესაც ისმის კითხვა: როგორ უნდა დავსაჯოთ ქვეშევრდომები, ჩნდება სურვილი იკითხო –და შექება თუ გიცდიათ ოდესმე? ქეთი უბედურია ერთადერთი მიზეზის გამო: მისი ხელმძღვანელი არანაირად აფასებდა მის მუშაობას მანამ, სანამ არ დადგა ქეთის სადღეგრძელოს დალევის მომენტი. დავუშვათ, ქეთი ავად გახდა დაბადების დღეზე?
დასჯის წინ სასარგებლოა მენეჯერმა კითხოს საკუთარ თავს: იცის კი ჩემმა ქვეშევრდომმა, რა არის კარგი და რა –ცუდი? როდის შევაფასე ბოლოს მისი მუშაობა? შევაქე თუ შენიშვნა მივეცი?რამდენად ობიექტურად ვაფასებდი? მხოლოდ ჩემი მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდი შეფასებისას, თუ კოლეგების აზრიც ვიკითხე? რა მოვიმოქმედე საიმისოდ, რომ ბოლო დასჯის შემდეგ ქვეშევრდომი გამოსწორებულიყო? თქვენი ქვეშევრდომები – თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ თავად არჩევთ – თავის ტკივილი გსურთ მათ გამო, თუ მათი პარტნიორობა.