Skip to content

ადამიანისა და ლომის დავა

ერთხელ ლომი და კაცი დაობდნენ, თუ რომელი უფრო ძლიერი იყო მათ შორის. ორივეს მრავალი მაგალითი და საბუთი მოჰყავდა თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად.
უეცრად კაცმა ქანდაკება შენიშნა, რომელიც ჰერაკლეს მიერ ლომის მოკვლას გამოხატავდა და ლომს უთხრა:
– აი, ხედავ? არც ახლა დაიჯერებ, რომ ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე ლომი?
ლომს გაეღიმა და უთხრა:
ეგ ქანდაკება, რომ ადამიანის ნაცვლად ლომს გაეკეთებინა, მერწმუნე ამ ქანდაკებაში ყველაფერი პირიქით იქნებოდა გამოხატულიო !
რაც არ უნდა თქვა და რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკო შენს შესაძლებლობებზე – ვინ ხარ და რას აკეთებ ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა ჟღერს !

ავტორი: ეზოპე ;თარგმანი: 4motivi.com