Skip to content

გაი კავასაკის ცხოვრებისეული რჩევები ახალგაზრდებს

,, ამ ყველაფერს 60 წლის ასაკში ვწერ. ჩემამდე 38 წელი გაშორებთ და შესაბამისად ვეცდები ამ წლებზე დაყრდნობით ცხოვრებისეული რჩევები მოგცეთ. ვიცი, ყველაფერს არ გაითვალისწინებთ, თქვენს ასაკში არც მე ვუსმენდი ამ ხნიერ ადამიანებს, თუმცა ვფიქრობ ზოგიერთი რჩევა შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ.’’

ხშირად ვამბობთ უარს იმაზე, რაც არ ვიცით. ეს არასწორია. საწინააღმდეგოდ იმოქმედეთ. რისკის დროა, დასაკარგი არაფერია, შეძენით კი ასე მეტს შეიძენთ. მიიღეთ ნაცნობი და იბრძოლეთ უცნობისთვის. საუკეთესო ამბები იმ ადამიანების თავს ხდება, რომლებიც სტატუსკვოთი არ კმაყოფილდებიან.

სკოლისგან განსხვავებით სამსახურში მეტი მოთხოვნაა. მთელი კარიერის მანძილზე მოკლე ელ-ფოსტით, პრეზენტაციითა და მოხსენებით ვფიქრობ უდიდეს შეცდომას ვუშვებდი. ერთს გირჩევთ, თუკი საქმის ,,სრულყოფილად’’ შესრულება გსურთ, გახსოვდეთ, რომ ბევრიც ცოტაა, ბიზნესი, ისევე როგორც ომი, სიმორცხვესა და მორიდებას პირდაპირ გამორიცხავს.
რეკომენდაციები:

ელ-ფოსტა სულ მცირე 5 წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს;

პრეზენტაცია საშუალოდ 10 სლაიდისაგან მოამზადეთ, ხოლო დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 წ;

მოხსენებას თაბახის ერთი გვერდი დაუთმეთ;

თუ დააკვირდებით, ადამიანები, რომლებსაც პრეზენტაციების შესანიშნავი უნარი აქვს, ყვებიან ამბებს, იყენებენ სურათებს და აკეთებენ დემოებს. ამით თავიანთ გამოსვლას უფრო ეფექტურს ხდიან და თანაც სოციალური მედიის გამოყენებით ადამიანების გონებაში შესანიშნავ სურათებს ხატავენ. სტივ ჯობსს ეს იდეალურად გამოსდის, თუკი გსურთ, რომ შემდეგი თქვენ იყოთ, თქვენი სათქმელი მაგალითებით, დემოებითა და სურათებით გაამყარეთ.

ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე სამსახურს შეიცვლით. ყველას სურს თავიდანვე სრულყოფილ კომპანიაში მუშაობა, თუმცა ამის შანსები მცირეა. ხანდახან დამწყები პირველ სამსახურში ვერაფერს სწავლობს, ეს მისი ბრალია. მოინდომეთ და ბეჯითად იმუშავეთ, შეწყვიტეთ ფიქრი პირველივე სრულყოფილ სამსახურზე.

თქვენი პირველი სამუშაო დღიდანვე არავის აინტერესებს, რომელ სკოლაში ან როგორ სწავლობდით, ვინ არიან თქვენი მშობლები, იყავით თუ არა კაპიტანი ფეხბურთის გუნდში ან დებატ-ტურნირზე. მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია.

იყავით ლოიალური უფროსის მიმართ. მოინდომეთ და დაეხმარეთ წარმატების გაუმჯობესებაში, იმისათვის რომ თქვენც მასთან ერთად განვითარდეთ.

სწავლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არ უნდა შეწყვიტოთ. თუმცა იცოდეთ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თქვენი საჭიროებები და უნარები, რომელთა განვითარებაც სამომავლოდ უნდა დაგეგმოთ, კიდევ უფრო აშკარა ხდება. აქედან იწყება ნამდვილი შემეცნება.

22 წლის ასაკში დავქორწინდი. მშვენიერი ასაკია. აქამდე არც ის იცი, ვინ ხარ და არც ის, თუ ვისზე ქორწინდები. მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ზედმეტად გვიან შექმნა ოჯახი, თუმცა ვიცი ადამიანები, რომლებმაც ოჯახი ზედმეტად ადრე შექმნეს.


ბავშვობაში კარგად იცოდით, რომ ტყუილი, თაღლითობა და ქურდობა არასწორი ქმედებები იყო. თუმცა სამსახურის დაწყების შემდეგ რაღაცები იცვლება. ეს არასწორია. ის, რაც ადრე არასწორი იყო, ახლაც ასეა და პირიქით.

არანაირ ძალაუფლებასა და სახელს არ შეუძლია ოჯახის, მეგობრების ჩანაცვლება. ახლა შესაძლოა მარადისობის ილუზიები გქონდეთ, თუმცა დროა რეალურად იფიქროთ. რატომ იქნებით თქვენ უკვდავი, თუკი გარშემო მოკვდავები გყავთ.

ბავშვობაში ყოველთვის დარწმუნებული იყავით მშობლების სისწორეში. სკოლისა და კოლეჯის ასაკში მათი გამტყუნება დაიწყეთ. კოლეჯის შემდგომ კი აუცილებლად გააცნობიერებთ, რომ ისინი არასდროს ცდებოდნენ. მეტიც, უფრო მოგვიანებით, თქვენც ზუსტად ისეთივე ხდებით, როგორიც თქვენი მშობლები არიან. იფიქრეთ ამაზე…

გაი კავასაკი

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა