ვითხოვე ღვთისაგან კეთილდღეობა . . .
მან კი მიბოძა ტვინი, რომ მეფიქრა და ხელები, რომ მეშრომა . . .
შევსთხოვე ღმერთს, რომ მოეცა მხნეობა . . .
მან კი დაბრკოლების წინაშე დამაყენა და მაიძულა, რომ მესწავლა მისი დაძლევა.
სიყვარული ვთხოვე . . .
მან კი მაჩვენა ადამიანები, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.
წყალობა ვთხოვე . . .
მან კი მომცა შესაძლებლობები, რომ გამომეყენებინა.
არ მიმიღია ყველაფერი , რაც მსურდა . . . თუმცა მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა . . .