ერთხელ ერთმა ბაყაყთა პატარა ჯგუფმა შეჯიბრი გამართა,რომლის მონაწილე ბაყაყები ერთი თვალაუწვდენელი კოშკის წვერზე უნდა ასულიყვნენ.
კოშკის გარშემო უამრავი ბაყაყი იყო შეკრებილი და მოუთმენლად ელოდებოდა შეჯიბრის დაწყებას.
და შეჯიბრიც დაიწყო . . .
სიმართლე, რომ ვთქვათ არცერთ საყურებლად შეკრებილ ბაყაყს არ სჯეროდა, რომ შეჯიბრის, რომელიმე მონაწილე შეძლებდა ასულიყო კოშკის წვერზე. ხშირად გაიგონებდით ამგვარ შეძახილებს:
– არა, ეს შეუძლებელია . . .
– სისულელეა, არცერთ ბაყაყს არ შეუძლია ავიდეს ასეთ სიმაღლეზე . . .
– საშიშია, არც კი ღირს ამისათვის სიცოცხლის გარისკვა . . .
შეჯიბრის მონაწილე ბაყაყები ერთიმეორის მიყოლებით ეგუებოდნენ მარცხს და თავს ანებებდნენ შეჯიბრს. მხოლოდ ცოტა მათგანი თუ აგრძელებდა გზას ზევით და ზევით.
მაყურებლები კვლავ პესიმისტურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მონაწილეების შესაძლებლობების მიმართ და განაგრძობდნენ იმის ხმამაღლა მტკიცებას, რომ ეს შეუძლებელი იყო.
პესიმისტური განწყობა მონაწილეებსაც გადაედოთ,ისინიც დაიღალნენ და ბრძოლა შეწყვიტეს. მხოლოდ ერთი მათგანი განაგრძობდა წინ და წინ სვლას…
და მხოლოდ მან შესძლო მისულიყო ბოლომდე.
როდესაც შეჯიბრი დასრულდა, მაყურებლები დაინტერესდნენ, რომ ეკითხათ გამარჯვებულისათვის,თუ როგორ მოახერხა მან საკუთარ თავში ამდენი ძალის გამონახვა და მობილიზება და მას უამრავი მსგავსი შინაარსის შეკითხვა დააყარეს.
თუმცა მაყურებელს არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია. ყველა სდუმდა და გამარჯვებულის პასუხს ელოდებოდა. თუმცა მათი ლოდინი ამაო იყო, გამარჯვებული პასუხს არ იძლეოდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული ბაყაყი ყრუ იყო . . .