Skip to content

სხეულის წონისა და დემენციის რისკის გასაოცარი კავშირი


როგორც ირკვევა, ძალიან გამხდარ ადამიანებში დემენციის განვითარების შანსი ერთი მესამედით მეტია. ძალიან მსუქან ადამიანებში კი, 30 %-ით ნაკლებია დემენციის განვითარების შანსი, ვიდრე ჯანმრთელ წონიანებში.

ეს გასაოცარი დასკვნები გაკეთებულია საშუალო ასაკის ადამიანების მასშტაბური კვლევების შედეგად – დემენციის რისკისა და სხეულის წონის შესახებ. აღნიშნული კვლევა წინააღმდეგია იმ კვლევისა, რომელმაც მოგვცა პოზიტიური კავშირი დემენციასა და სიმსუქნეს შორის.მას უძღვებოდა ინგლისელი პროფესორი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან, რომელმაც თქვა:
,,ჩვენი შედეგები ცხადხყოფს, რომ ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები უნდა დაფიქრდნენ, რათა დაადგინონ, ვინ არის დემენციის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ მიზეზებს, შედეგებს – არანორმალურ სიგამხდრესა და დემენციის რისკს შორის, რაც ჩვენმა კვლევამ დაადგინა.

დემენციისგან დაზღვევის ფაქტორების შესახებ:

თუკი ჩვენ ვხვდებით, რომ ჭარბი სხეულის მასის ინდექსის მქონდე ადამიანებში ნაკლებია დემენციის რისკი, შესაძლებელია, ეს წინსვლაში დაგვეხმაროს. მკლვლევარებს შეუძლიათ, გამოიყენონ გამჭრიახობა, რომ განავითარონ დემენციის წინააღმდეგ მკურნალობის მეთოდიკა.

გამოკვლეული იქნა, თითქმის, 2 მილიონი ადამიანი. მათ შემოწმებას და დიაგონზს მთელი დეკადა დასჭირდა. შედეგებმა გვიჩვენა, რომ ძალიან მსუქან ადამიანები (სხეულის მასის ინდექსით, 40-ზე მეტი) დემენციის განვითარების 29%-ით დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჯანმრთელი წონის ადამიანებთან შედარებით. ჯანმრთელი წონის ადამიანებში დემენციის რისკი ნელა მცირდება.

კვლევების პირველმა ავტორმა, ექიმმა ნავაბ ქიზილბაშმა თქვა:

,,მიზეზი იმისა, თუ რატომ არის დემენციის დაბალი რისკი ადამიანებში, რომლებსაც სხეულის მასის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, არ არის ნათელი. შემდგომი სამუშაოებია საჭირო ამის დასადგენად. თუკი საშუალო ასაკში გაზრდილი წონა დემენციისგან დამცავია, ამის საპირისპირო მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია.’’

კვლევა გამოქვეყნდა The Lancet Diabetes-ში.