Skip to content

ჰარპელ ლის დამაფიქრებელი წერილი წიგნების სიყვარულზე

2006 წლის მაისში, თავისი რომანის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას ” 46 წლის თავზე, მწერალმა ჰარპერ ლიმ მორიგი წერილი მისწერა ოპრა უინფრის. წერილი მთავარი თემა წიგნების სიყვარული იყო, იგი მოგვიანებით ჟურნალშიც გამოქვეყნდა.

07/05/2006

ძვირფასო ოპრა,

გახსოვს, როდის ისწავლე კითხვა?  მე კითხვა ოჯახში ვისწავლე.  ჩემი უფროსი დები და ძმა ხმამაღლა კითხულობდნენ, რომ არ შემეწუხებინა; დედა ყოველდღე საბავშვო კლასიკურ ზღაპრებს მიკითხავდა .მამა კი, ყოველ საღამოს ოთხ გაზეთს კითხულობდა. ძილის წინ ,რა თქმა უნდა, ძია ვიგლის დრო იყო.

ასე მივედი პირველ საფეხურამდე. მაინტერესებდა ამერიკის ისტორია,  რაინდული რომანები, მოხეტიალე ბიჭები, რაპუნცელი და პრესა. გენიოსობის ნაადრევი ნიშნები? არა, აქედან შორსაა. კითხვა -ეს მიღწევა იყო, რომელსაც რამდენიმე თანატოლს ვუზიარებდი. რატომ ასეთი ნაადრევი გატაცება? სოფელში, სადაც მე ვცხოვრობდი, ადრეულ 30-იან წლებში,რა უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდას კითხვის მეტი?! კინო? – ფილმები არ იყო პატარა ბავშვებისთვის . გასართობი პარკები? – ოცნებადაც არ ღირდა. ჩვენ მოუპირკეთებელ ქუჩებზე ვსაუბრობთ.

წიგნები იშვიათი იყო. საჯარო ბიბლიოთეკაშიც არაფერი ჰქონდათ. ასობით მილით ვიყავით დაშორებული მაღაზიას, სადაც წიგნების სექცია იყო. ასე რომ, ბავშვებმა წიგნების გაცვლა დავიწყეთ.

როდესაც გავიზარდეთ, მივხვდით ჩვენი წიგნების ფასს. ჩვენ პრივილეგირებულნი ვიყავით. ბავშვებს სოფლური დასახლებებიდან, წიგნი, ძირითადად,წაკითხული არ ქონდათ. კითხვას პირველ კლასში სწავლობდნენ.  ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევდით, არ შეგვეძლო დაგვეცადა, როდის დაგვეწეოდნენ.

დღეს, 75 წლის შემდეგ, მდიდარ ოჯახებში აქვთ ლეპტოპები, მობილურები, აიპოდები დაცარიელი გონება. დაუყოვნებელი ინფორმაცია საჩემო არ არის. მე ვარჩევ ბიბლიოთეკის თაროებზე ქექვას,რადგან როდესაც ვწვალობ რაიმეს სწავლისას, კარგად მამახსოვრდება.

ოპრა, შეგიძლია,წარმოიდგინო საწოლში კომპიუტერით კითხვა? იტირო ანა კარენინაზე, შეგეშინდეს კანიბალ ლექტერის, შეაღო სიბნელე გულში, დაგირეკოს ჰოლდენკოლფილდმა? – არის რაღაცები,რაც მხოლოდ სიფრიფანა ფურცლებზე ხდება და არა რკინის მეტალზე.

ბავშვობის სოფელი წარსულში დარჩა, წიგნის კოლექციონერებითურთ. ის მარჯვე ადამიანიც, რომელმაც წიგნი საფანტის თოფში გაცვალა, სანამ განრისხებულმა მშობელმა არ დააბრუნა.

ახლა ჩვენ სამნი ვართ. ერთმანეთს ასობით მილი გვაშორებს. ტელეფონით ვუკავშირდებით ერთმანეთს, განმეორებადი თემებით: ,,რა გქვია?”, რომელსაც მოყვება ,,რას კითხულობ?” ეს კი მუდამ არ გვახსოვს.

დიდი სიყვარულით,

ჰარპერი