ნამდვილი ისტორია, რომელიც 1892 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მოხდა:
18 წლის სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისთვის იბრძოდა. ობოლი იყო და არ იცოდა, ფული სად ეშოვა. ერთხელაც, ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა – მან და მისმა მეგობარმა, კამპუსში სწავლის გადასახადის მოსაგროვებლად, მუსიკალური კონცერტის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ დახმარებისთვის უდიდეს პიანისტს, იგნაცი იან პადერევსკის მიმართეს. მუსიკოსის მენეჯერმა გარანტირებული საფასური 2 000 დოლარი მოითხოვა. თანხის რაოდენობა განსაცვიფრებელი იყო და ბიჭებმა დაიწყეს მუშაობა იმისათვის, რომ კონცერტს წარმატება მოეტანა.
ეს დიდი დღეც დადგა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს საკმარისი ოდენობის ბილეთების გაყიდვა. სრული თანხა 1 600 დოლარს შეადგენდა. იმედგაცრუებულნი წავიდნენ პადერევსკისთან და აუხსნეს მდგომარეობა. თან გადასცეს 1600 დოლარი და ამასთან ერთად, 400 დოლარის ჩეკი.
,,არა’’, – უთხრა პადერევსკიმ – ,,ეს მიუღებელია.’’ დახია ჩეკი, დაუბრუნა 1600 დოლარი და მიმართა ბიჭებს: ,,აქ არის 1600. აიღეთ იმდენი, რამდენიც თქვენი გადასახადისთვის გჭირდებათ და რაც დარჩება, მე მომეცით. სტუდენტები დიდად მადლიერნი დარჩნენ. ეს იყო სიკეთე, რომელმაც პადერევსკი გამოარჩია, როგორც დიდებული ადამიანი.
რატომ დაეხმარა ის 2 ბიჭს, რომლებსაც საერთოდაც არ იცნობდა? – ყველა ვაწყდებით ცხოვრებაში მსგავს სიტუაციებს. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს – ,,თუკი მათ დავეხმარები, მე რა მელის?’’ ნამდვილად დიდებული ადამიანები კი ფიქრობენ -,,თუკი არ დავეხმარები მათ, რას იზამენ?’’ და სანაცვლოდ არაფერს მოელიან. აკეთებენ სიკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად მიაჩნიათ.
მოგვიანებით, პადერევსკი პოლონეთის პრემიერიმინისტრი გახდა. ის იყო საუკეთესო ლიდერი, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიო ომის დაწყებას პოლონეთის განადგურება მოჰყვა – ქვეყანაში 1.5-მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა, და რადგან არ გააჩნდა თანხა მათ გამოსაკვებად, პადერევსკიმ დახმარებისთვის აშშ-ს ადმინისტრაციას მიმართა, კერძოდ -ჰერბერტ ჰუვერს, რომელიც, მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.
აიცილა რა უბედურება თავიდან, პადერევსკიმ შვება იგრძნო. მან გადაწყვიტა, შეხვედროდა ჰუვერს და პერსონალურად გადაეხადა მისთვის მადლობა. როდესაც კეთილშობილური ჟესტებით მადლიერების გამოხატვა დაიწყო, ჰუვერმა უთხრა – ,,თქვენ არ უნდა მიხდიდეთ მადლობას, ბატონო პრემიერო. შესაძლოა, არ გახსოვთ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, თქვენ დაეხმარეთ 2 ახალგაზრდა სტუდენტს კოლეჯის დამთავრებაში – ერთ-ერთი მე ვიყავი.
სამყარო შესანიშნავი ადგილია. სიკეთე უკვალოდ არ ჩაივლის!
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა