ძლიერი სევდისაგან გონდაკარგულმა ქალმა თავისი გარდაცვლილი ბავშვი ხელში აიყვანა, მეზობელთან მიიყვანა და სთხოვა:
– შეგიძლია მომცე რაიმე წამალი, რომელიც ჩემს შვილს უშველის?
– საცოდავი ქალი… მწუხარებამ გონებაც კი დააკარგვინა. აბა გარდაცვლილს რა წამალი უშველის – ამბობდნენ მეზობლები სინანულით.
გაუტამი შვილის დაღუპვას ვერ ეგუებოდა, არ სურდა, რომ დაეჯერებინა ეს.
იგი ქუჩა–ქუჩა დადიოდა და ყველას ეხვეწებოდა:
– გთხოვთ, მიშველეთ რაიმე.მომეცით წამალი, რომელიც ჩემს შვილს უშველის.
ერთხელაც იგი გზაში მიმავალმა ერთა უცნობმა კაცმა დაინახა და მიახლოვდა. კაცმა ჩახედა თვალებში ბავშვს და მიხვდა, რომ იგი გარდაცვლილი იყო.
– მე არ შემიძლია, რომ რაიმე წამალი მოგცე შენი ბავშვის მოსარჩენად, მაგრამ შემიძლია მიგასწავლო ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგცეს ის, რაც შენ გჭირდება . . .
– გირჩევ ბუდასთან მიხვიდე. იგი ახლა სადღაც ბანიანის პარკთან ახლოს უნდა იყოს.
გაუტამი ბუდასთან მივიდა და შესთხოვა მას:
– გთხოვთ,მომეცით წამალი, რომელიც ჩემს შვილს უშველის…
ბუდამ სიბრალულის თვალებით შეხედა გულდამწვარ დედას და უთხრა:
– ძალიან კარგია , რომ ჩემთან მოხვედი. წადი ქალაქში და ერთი მუჭა მდოგვის მარცვალი მომიტანე. თუმცა დაიმახსოვრე, რომ მდოგვის მარცვალი ისეთი ოჯახიდან უნდა იყოს , რომელშიც არ არის გარდაცვილი არც შვილი, არც ქმარი, არც დედ–მამა და არც მეგობარი.
– ძალიან კარგი – უთხრა ფრთებშესხმულმა გაუტამმა ბუდას და მისი დავალების შესასრულებლად გაეშურა.
მან ქალაქის თითქმის ყველა სახლი მოირა. მიუხედავად იმისა, რომ მდოგვის მარცვლზე უარს არავინ ეუბნებოდა, მაინც ვერ შეასრულა ბუდას დავალება, რადგან როდესაც დასვამდა კითხვას – ჰყავდათ, თუ არა გარდაცვლილი ოჯახში ვინმე, ყველა პასუხობდა:
– რასაკვირველია, ყველა ოჯახს ჰყავს გარდაცვილი ადამიანი…
გაუტამმა მთელი ქალაქი მოიარა და მაინც ვერ შეასრულა ბუდას დავალება. ბოლოს იგი სკამზე ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო.ალბათ ბუდამ იმიტომ მომცა ეს დავალება, რომ ამას მივხვდარიყავი:
– სიკვდილი ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენაა. ყველა ადამიანი კვდება და მიდის იმქვეყნად და არც ჩემი შვილი იყო გამონაკლისი.
ამ ფიქრის შემდეგ გაუტამმა წაიღო თავისი შვილის გვამი და მიწას მიაბარა.
ბუდამ მასთან მისულ გაუტამს უთხრა:
ამქვეყნად არ არსებობს არანაირი საშუალება იმისა, რომ ცოცხალმა არსებამ სიკვდილი აიცილოს თავიდან. ყველა მათგანი შეიძლება გარდაიცვალოს ნებისმიერ დროს და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ღრმა სიბერე, თუ არა . . .
როგორც ახლად მოსხმული ნაყოფი შეიძლება ჩამოვარდეს ხიდან, ასევე ყველა მოკვდავიც მუდამ იმისა საშიშროებაშია, რომ წავიდეს იმქვეყნად.არც ახალგაზრდასა და არც მოხუცს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არც ჭკვიანსა და არც სულელს, არ შეუძლია სიკვდილის ძალას წინ აღუდგეს . . .
მწუხარებას კი არაფერი შეუძლია იმის გარდა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ფსიქიკა შეარყიოს.
ადამიანები კვდებიან, ეს ცხოვრების ერთ–ერთი კანონია და უნდა დავემორჩილოთ მას. და არაინაირ სევდას, არანაირ ტკივილს, არანაირ მწუხარებას არ შეუძლია დააბრუნოს ისინი ამქვეყნად . . .
ასე რომ დაიმახსოვრე კრსა გაუტამი – ეცადე დაამარცხო სევდა და მწუხარება, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მოიპოვო გონების სიმშვიდე. მხოლოდ ისინი ვინც შეძლო დაემარცხებინა სევდა არიან ნირვანასთან ყველაზე ახლოს, მშვიდები, თავდაჯერებულები და ბედნიერები . . .