არსებობს ასეთი გამონათქვამი: „რაც შენი თვალით არ გინახია და შენი ყურით არ გაგიგია, არ დაიჯერო“. მამა გაბრიელი კი დამატებით გვასწავლიდა : „ ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.“
ადამიანი, რომელმაც ბერობაში 40 წელი გაატარა. აქედან 25 წელი სასაფლაოზე ათია ღამე, ხოლო 15 წელი იმათხოვრა. მამა გაბრიელი პირველი აღიკვეცა ბერად, საბჭოთა ხელისუფლების დროს და სიმართლისათვის გამოსცადა ციხე და საგიჟეთი. ტანჯვა–წამებით იცხოვრა და უდიდესი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
ოთარ ნიკოლეიშვილი თავის წიგნში „გაბრიელ ბერი და მოძღვრის პრობლემა“ აღნიშნავს, რომ:
- გაბრიელ ბერი იყო სიმართლის მთქმელი და უპირველესი შიში, სიყვარული და მორჩილება ჰქონდა ღვთისა.
- მან არა თუ ყველას აზრები იცოდა, არამედ იცოდა თვით აღსარების საიდუმლოც.
- იყო გულთამხილავიც.
- ფლობდა სხვის მამოქმედებელ ძალას – როცა ჩვენ არ გვინდოდა რაიმეს გაკეთება, მაინც ვაკეთებდით და შემდეგ კმაყოფილნი ვრჩებოდით.
- მასთან ყოფნა მისი საუბრის გარეშეც იწვევდა სინანულსა და სიყვარულს.
- ჰქონდა უდიდესი სიბრძნე და თავმდაბლობა და ხშირად იტყოდა : „ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნესო“.
- აშკარად დათმობილი ჰქონდა ადამიანის უმრავლესი ხორციელი მოთხოვნილებანი. მისი შემყურე ადამიანთა უმრავლესობა აღიარებდა, რომ ის შორს იყო გაღწეული ადამიანური შესაძლებლობებიდან (და თითქმის მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა დედამიწაზე).
- გაბრიელ ბერის არცერთი მოქმედება არ გამომდინარეობდა საკუთარი ვნებიდან.
- თვითონ მცირედის არ მიმღებსაც, შეეძლო ეხარა სხვათა დაპურებით, მისთვის მირთმეულსა და შეწირულს საერთო სიყვარულს ანდომებდა ან მეტად გაჭირვებულს მთლიანად უთმობდა.
- ყოველ მისვლაზე გამოიკითხავდა ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობ ას და ხორციელ მამაზე მეტად განიცდიდა ჩვენს სიხარულსაც და დარდსაც.
- გაბრიელ ბერთან მისული სულით გრძნობდი, რომ მის ყოველ შენიშვნასა და სასჯელს წინ უსწრებდა მისი მამობრივი სიყვარული, რის გამოც ყველას მის გვერდით ყოფნა სურდა.
იგი იყო მოძღვრის ჭეშმარიტი მაგალითი.