მე ვთხოვდი ღმერთს წაეღო ჩემი სიამაყე, და ღმერთმა მიპასუხა – არა.მან მითხრა, რომ სიამაყეს არ ართმევენ – მას უარჰყოფენ.
მე ვთხოვე ღმერთს განეკურნა ჩემი საწოლზე მიჯაჭვული ქალიშვილი. ღმერთმა მითხრა – არა. მისი სული საიმედო ხელშია, ხოლო სხეული მაინც მოკვდება.
მე ღმერთს ვთხოვე მოეცა ჩემთვის მოთმინება, და ღმერთმა მითხრა – არა.მან მითხრა, რომ მოთმინება ჩნდება გამოცდის შემდეგ – მას არ აძლევენ, მას იმსახურებენ.
მე ვთხოვე ღმერთს ეჩუქებინა ჩემთვის ბედნიერება, და ღმერთმა მითხრა -არა. მან მითხრა, რომ ის კურთხევას იძლევა, მაგრამ ვიქნები, თუ არა ბედნიერი, ჩემზე არის დამოკიდებული.
მე ვთხოვე ღმერთს ავადმყოფობისგან დაცვა, და ღმერთმა მითხრა – არა. მან მითხრა, რომ ტანჯვა ადამიანს აიძულებს ზურგი აქციოს ყოველდღიურობას და მასთან მივიდეს.
მე ვთხოვე ღმერთს, რომ ჩემი სული გაეზარდა, და ღმერთმა მითხრა – არა. მან მითხრა, რომ სული თავად უნდა გაზრდილიყო.
მე ვთხოვე ღმერთს ესწავლებინა ჩემთვის ადამიანების შეყვარება ისე, როგორც მას ვუყვარვარ მე. როგორც იქნა – თქვა ღმერთმა – შენ მიხვდი რა უნდა გეთხოვა ჩემთვის.
მე ვთხოვე და ღმერთმა გამომიგზავნა განსაცდელი, რომ გამოვრწთობილიყავი. მე სიბრძნე ვთხოვე – და ღმერთმა გამომიგზავნა პრობლემები, რომლის მოგვარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
მე ვთხოვე სიმამაცე – და მან განსაცდელი გამომიგზავნა. მე სიყვარული ვთხოვე – და მან უბედური ადამიანები გამომიგზავნა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ.
მე ვთხოვე კეთილდღეობა – და ღმერთმა შესაძლებლობები მომცა.
მე არ მიმიღია არაფერი, იქიდან, რაც მინდოდა – მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.
ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა.
ლალი ადიკაშვილი