– შევძლებ ვიცხოვრო დედამიწაზე , თუ ასეთი პატარა და უსუსური მოვევლინები მას?
– მე შენ თან ჩემს ერთ უსაყვარლეს ანგელოზს გამოგაყოლებ . ის იზრუნებს შენზე და დაგეხმარება – უპასუხა მას ღმერთმა.
– კარგით, მაგრამ სამოთხეშიც ხომ ძალიან კარგია. აქ არაფერს ვაკეთებ გარდა იმისა, რომ მუდამ ვღერი, ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას და მე ამით ბედნიერი ვარ.
– ანგელოზი ტკბილ მუსიკას და ღიმილს არ მოგაკლებს. მისგან საჩუქრად ულევ სიყვარულს, სითბოს მიიღებ და ბედნიერად იგრძნობ თავს.
– როგორ შეიძლება მივხვდე, თუ რას მესაუბრებიან ადამიანები, როცა ის ენა არ ვიცი , რომელზეც ისინი საუბრობენ?
– ანგელოზი გეტყვის ყველაზე ალერსიან და მშვენიერ სიტყვებს, რაც კი ოდესმე თქმულა და დიდი მოთმინებითა და მზუნველობით გასწავლის ადამიანთა ენას.
– და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შენთან საუბარი შევძლო?
– ანგელოზი გასწავლის ლოცვას . . .
– ვიცი, რომ დედამიწაზე უამრავი ცუდი ადამიანი ცხოვრობს და ვინ შეძლებს, რომ დამიცვას მათგან ?
– შენ შენი ანგელოზი დაგიცავს, თუნდაც ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს . . .
– მაგრამ მე მუდამ სევდიანი ვიქნები იმის გამო, რომ შენ ვეღარ გნახავ . . .
– ჩემს შესახებაც ანგელოზი გიამბობს და გასწავლის გზას, რომელიც ჩემამდე მოგიყვანს . . .
– უკვე დროა – გაისმა ამ დროს სამოთხეში ძლიერი ხმა.
– ღმერთო უკვე მივდივარ აქედან – თქვა ბავშვმა აჩქარებული ხმით. და ვიდრე წავალ მითხარი, თუ რა ჰქვია ჩემს ანგელოზს . . .
ღმერთს გაეღიმა და უპასუხა მას:
დედა . . .