Skip to content

სახლი,რომელშიც 1000 სარკეა (იაპონური იგავი)

დიდი ხნის წინათ, ერთ შორეულ სოფელში იყო ერთი სახლი, რომელშიც 1 000 სარკე იდგა. ერთმა პატარა, ბედნიერმა ძაღლმა გაიგო ამ სახლის არსებობის შესახებ და გადაწყვიტა მოენახულებინა.

სახლის კარი ღია დახვდა და მხიარული ხტუნვით გაუყვა სახლში შესასვლელ დერეფანს და როდესაც სახლში შევიდა, მისდა გასაოცრად დაინახა 1000 მისი მსგავსი ძაღლი, რომლებიც მის ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეს იგივე რეაქციით პასუხობდნენ.

ძაღლს გაეღიმა და ათასივე ძაღლმა ღიმილითვე უპასუხა – თბილად და მეგობრულად.

როდესაც სახლიდან გამოვიდა ძაღლი ფიქრობდა:

– რა მშვენიერია ადგილია, ხშირად ვესტუმრები ხოლმეო.

იგივე სოფელში ცხოვრობდა მეორე ძაღლიც,თუმცა იგი არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც პირველი და კარგი განწყობითაც არ გამოირჩეოდა. ამ ძაღლმაც გადაწყვიტა მოენახულებინა სახლი. მან ზანტად შეაბიჯა სახლში და როდესაც შევიდა დაინახა ათასი ძაღლი, რომელიც მას ავად უმზერდა. ძაღლში თავდაცვის ინსტიქტმა გაიღვიძა და შეშინებული გამოიქცა უკან და როდესაც სამშვიდობოს გამოვიდა ფიქრობდა:

– რა საშინელი და საშიში ადგილია, აღარასოდეს დავბრუნდებიო უკან.

სამყარო სარკეა, ცხოვრება კი მისი ანარეკლი, ის რასაც თქვენ  ხედავთ მასში და აღიქვამთ.

თარგმანი: 4motivi.com