Skip to content

იყო გამორჩეული ნიშნავს:

გამორჩეულია ადამიანი,რ ომელიც  გვერდით ჩაუვლის პატარა ლითონის ნაჭერს და მასში მშვენიერი ქანდაკების შექმნის შესაძლებლობას ხედავს. იგი ქალაქის ძველ და უსიცოცხლო ნაწილშიაც კი ახალი დასახლების განვითარების პერსპექტივას ამჩნევს.  გამორჩეული ადამიანი ცხოვრების ყოველ კუთხე–კუნჭულში შესაძლებლობებს ხედავს!
იყო გამორჩეული ნიშნავს ფართოდ გაახილო თვალები, იყო აქტიური,იყო საკმარისად ნიჭიერი, თავდაჯერებული და კრეატიული იმისათვის,  რომ დაინახო შესაძლებლობები.
გამორჩეული ადამიანი ამბობს: ჯერ გაარკვიე რისი გაკეთებაა საჭირო, ვიდრე მოქმედებას დაიწყებდე. შეაგროვე ინფორმაცია, იყავი მომზადებული და გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ მომავალს უფრო ძლიერი შეხვდე.
გამორჩეული ადამიანი მომავალს აწმყოში ხედავს. იგი მუდამ პოულობს გზას, რომ სარგებელი მიიღოს ნებისმიერი სიტუაციიდან და არა პირიქით. გამორჩეული ადამიანები ზარმაცები არ არიან .ისინი არ ელოდებიან, თუ როდის მივლენ შესაძლებლობები მათთან , ისინი არჩევენ თვითონ წავიდნენ მათ საძებნელად.
იმისათვის, რომ იყო გამორჩეული ორი რამაა საჭირო :
შემოქმედებითი უნარი. შენ გჭირდება შემოქმედებითი უნარი, რომ სწორად შეაფასო სიტუაცია. გჭირდება შემოქმედებითი უნარი იმისათვის, რომ დაინახო სამყარო სულ ცოტათი განსხვავებულად… გჭირდება შემოქმედებითი უნარი იმისათვის, რომ აირჩიო განსხვავებული გზა – იყო განსხვავებული..
მხნეობა რომ იყო შემოქმედებითი. შენ გჭირდება მხნეობა , რომ შეხედო სამყაროს განსხვავებული თვალით, წახვიდე ხალხის აზრის წინააღმდეგ, აირჩიო განსხვავებული გზა, დადგე მარტო, თუ ეს საჭირო იქნება ! ! ! და აირჩიო მოქმედება, უმოქმედობასა და მოქმედებას შორის..
იყო გამორჩეული ამ ყველაფერთან ერთად ნიშნავს იმას, რომ იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი თავით.. არ გქონდეს იმის შეგძნება, რომ ყველაფერი არ გააკეთე, რაც შეგეძლო. გქონდეს იმდენი შეგნება  და ღირსების გრძნობა, რომ კვლავაც არ შეწყვიტო ბრძოლა და მუდამ ეძებო შესაძლებლობები…
შენიშვნა: ავტორი: ჯიმ რონი, თარგმანი: 4motivi.com