1. აიღეთ სრული პასუხისმგებლობა
ნებისმიერ არჩევანს მოჰყვება თავისი შედეგები, ზოგმა მათგანმა კი, შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს კეთილდღეობას. აქედან გამომდინარე, უნდა აიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ფინანსურ მომავალზე. მიხვდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილება და არჩევანი, რომლებსაც დღეს იღებთ, ხვალ თქვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია შეაფასოთ ყველა ფინანსური გადაწყვეტილება, შესყიდვები და ხარჯები გრძელვადიანი კონტექსტით.
2. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც იძულებულები ვართ, მუდამ ხარჯი გავწიოთ. მუდმივი ხარჯვის ჩვევა – მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ შეძლებთ, იოლად უზრუნველყოთ თქვენი ფინანსური მომავალი. გათვალეთ ყოველი ხარჯი და კარგად დაფიქრდით მანამ, სანამ რამეს შეიძენთ. თავდაპირველად, ეს რთული იქნება, განსაკუთრებით – თუკი გიყვართ ფულის ხარჯვა, თუმცა როცა ისწავლით, როგორ დაგეგმოთ ხარჯები, ძალიან მარტივად მიაღწევთ ფინანსურ თავისუფლებას.
3. ბიუჯეტის ქონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ბიუჯეტის შექმნა და მისი ლიმიტით ცხოვრება, გადამწყვეტია ფინანსური დამოუკიდებლობისთვის. ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგცემთ, გააკონტროლოთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები. ეს ანგარიშვალდებულებას გამოგიმუშავებთ.
4. პირველ რიგში, გადაუხადე საკუთარ თავს
ფინანსური თავისუფლების მიღწევის ფუნდამენტალური პრაქტიკაა, იმუშავოთ საკუთარ თავზე. ისწავლეთ, პირველ რიგში გადაუხადოთ საკუთარ თავს და მერე – სხვას. ამის გაკეთები2 მიაღწევთ ორ რამეს: თავს უფრო მდიდრად აქცევთ და შეაჩერებთ გაღარიბებას.
მხოლოდ მაშინ, როცა შეინახავთ ფულს დღეს, შეძლებთ მის ინვესტირებას ხვალ.
5. არასდროს გქონდეთ ვალი
ვალი ფინანსური დაუცველობის მთავარი მიზეზია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ის თქვენს „გამოყენებას“ შიგნიდან იწყებს, აჩერებს თქვენი ოცნების, იმედებისა და მიღწევების განხორციელებას. ვალების არქონა უნდა იყოს ცხოვრების უმთავრესი მიზანი.
6. შექმენით საგანგებო ფონდი
საგანგებო ფონდი ეს არის ფული, რომელიც უნდა გეყოთ მინიმუმ 3 თვე. ის ასევე უნდა გამოგადგეთ, როდესაც გამოჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები ყოველდღიურ ცხოვრებაში -რემონტი, წამლები და სხვა საგანგებო სიტუაციები. საგანგებო ფონდის ქონის დროს, საჭიროების შემთხვევაში, აღარ მოგიწევთ ვალების აღება.
7. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა
ფინანსური მნიშვნელობის რეგულარულად შესწავლა უნდა იყოს პროპრიტეტი.
დღესდღეობით, ინფორმაციის მიღების უამრავი გზა არსებობს. აიღეთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ფინანსურ ცხოვრებაზე. წაიკითხეთ სახლის ბიუჯეტის შესახებ,კი თუ ეს ისაა, რაც გაინტერესებთ. არსებობს კიდევ უამრავი ფინანსური საკითხი, რომლის შესწავლა შესაბამისი ლიტერატურის მეშვეობით შეგიძლიათ.
8. გქონდეთ ნათელი და ლაკონური ფინანსური მიზნები
თუ არ გაქვთ ნათელი ფინანსური მიზნები, რთული იქნება ფინანსური თავისუფლების უზრუნველყოფა. თუ გსურთ, დააარსოთ მსხვილი ბიზნესი, იმუშავეთ ამაზე – წამოიწყეთ თქვენი კომპანია. თუ გსურთ გახდეთ ინვესტორი, ისწავლეთ სწორი შესაძლებლობების დროული არჩევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფინანსური მიზნები გაქვთ, გაიაზრებთ თქვენს ნამდვილ პოტენციალს.
გქონდეთ მიზნები და იმუშავოთ მათი მიღწევისთვის. ასევე, მოტივაციას შეგმატებთ, იცხოვროთ ისეთი ცხვორებით, რომელზეც ახლა მარტო ოცნებაა შესაძლებელი.
9. ქსელური მარკეტინგი
დაბალი სტარტაფი მშვენიერი შესაძლებლობაა, შექმნათ ქსელური მარკეტინგის კომპანია. ძალიან რთულია, მსხვილი ბიზნესის წამოწყება უზარმაზარი ინვესტიციებისა და დროის გარეშე. ქსელური მარკეტინგის კომპანია მოგცემთ დროს, რომელიც გჭირდებათ ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ქსელური მარკეტინგი ფინანსური თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
10. გაიმარტივეთ ცხოვრება
ცხოვრება დღითიდღე უფრო კომპლექსური ხდება. ფული და ფინანსური მიზნები გადაიტანენ თქვენს ყურადღებას იმ საგნებიდან, რომელიც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. შედეგად, დაკარგავთ მოტივაციას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაათავისუფლოთ გონება ხარვეზებისგან, რათა გაიადვილოთ ცხოვრება.
ფინანსური თავისუფლების მიღწევა ძალიან მარტივია: დააკონვერტირეთ თქვენი რეგულარული შემოსავალი პასიურ შემოსავალში. ამის გათვალისწინებით, ძალიან მარტივია გადაწყვეტილი მიზნების მიღწევა სხვა საგნებზე ნერვიულობის გარეშე.