მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ესტონეთი გახდა უნიკალური ადგილი სწავლისთვის. ესტონეთი სწრაფად განვითარებადი ევროპული ქვეყნაა, რომელიც ხასიათდება სწრაფი და რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებითა და ცვლილებებით. მეორე მხრივ, წარმოგვიდგენს დაბალანსებულ და გულმოდგინედ მართვად ეკონომიკას.
ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საზოგადოების მხრივ – წარმოუდგენელი წარმატების ამბავი, რომელიც გაზარდა მთავრობის შორსმჭვრეტელობამ, აქტიურმა კომპიუტერისა და ტექნოლოგიების სექტორმა. ამ წარმატების წყალობით, ესტონელები და ესტონეთის სახელმწიფო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორზეც სხვა ქვეყნებში მცხოვრებნი ოცნებობენ.
ესტონეთის ბიზნეს სკოლა (EBS) 1988 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში მიაღწია იმას, რომ გახდა რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს უმაღლეს განათლებას შემდეგ სფეროებში: საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრაციაში, მენეჯმენტში, ლიდერობასა და წარმოებაში.
ყველა EBS-ის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. EBS საერთაშორისოდ აკრედიტირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის ასოციაციის მიერ. (CEEMAN) . Eduniversal-მა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას აუკეთესო ბიზნეს სკოლების შესახებ, მიანიჭა ჯილდო, რომელიც მსოფლიოში 300 ბიზნესის სკოლას აქვს.
EBS -ის სასწავლო პროგრამა გამორჩეულია მოქნილი სწავლების მეთოდით, საკუთარი საკონსულტაციო მომსახურებითა და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით: ელექტრონული სწავლების მეთოდებით, რეალური ბიზნეს ამოცანებით, ვიდეო ტრენინგებითა და გუნდური სწავლების პროცესით.
წამყვანი პრაქტიკოსები უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სტუდენტებს.
მისი დაარსებიდან EBS აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, ცნობილ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს აღმასრულებელ და წამყვან კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან. EBS-ის კურსდამთავრებულები მჭიდრო კავშირში არიან სკოლასთან, მონაწილეობენ კომპანიის განვითარებაში და მხარს უჭრენ სტუდენტებს: აძლევენ რჩევებსა და სტიპენდიებს.
EBS-ის საერთაშორისო პერსპექტივა ნიშნავს რომ სკოლა საუკეთესო გახდეს, პრაქტიკაზე დაფუძნებული და აკადემიური სიმკაცრით გამოირჩეოდეს ევროპის სკოლებიდან. სკოლაში დიდი რაოდენობით სწავლობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები, სტუმრობენ ლექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ზრდის ინგლისურად სწავლებადი საგნების რიცხვს, რომ შესთავაზოს მეტი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს.
EBS მჭიდროდ თანამშრომლობს სტუდენტებთან, როგორც ესტონეთში ისე ესტონეთის გარეთ და მთელს მსოფლიოში დაახლოებით 70 პარტნიორი უნივერსტეტი ჰყავს, რომლებთანაც გაცვლით პროგრამებს აწარმოებს. 2011 წლის სექტემბერში EBS-ის ფილიალი ფინეთის დედაქალაქში, ჰელსინკში გაიხსნა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და საქართველოს მსგავსი ისტორია გვაქვს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი უცხოელი სტუდენტი საქართველოდანაა, რადგან მათ არ უჭირთ ადაპტაცია ჩვენს კულტურასთან და საუნივერსტეტო ცხოვრებაში ჩართვა. მიღება გამოცხადდება პირველი ივლისიდან, ქართველი სტუდენტები და ყველა ის, ვინც დაინტერესებულია სწავლებითა და მიღების პროცესით, შეუძლიათ დაგვეკონტაქტონ ან ეწვიონ ჩვენს ვებ გვერდს: www.ebs.ee/en ელ.ფოსტა: [email protected]