თავისუფლება…ჩემთვის მწვანეა, ოღონდ როცა გსურს შენობის და როცა გსურს ბუნების ფერი.
ჩემი აზრით თავისუფალი ხარ, როცა:
- შენ აკეთებ არჩევანს დასვენებასა და სამსახურს შორის. შენ ირჩევ რისი გაკეთება გსურს და რა გამოგდის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო 24 საათი, მაგრამ მთავარია შენ გადაწყვიტე ასე!
- შენ წყვეტ როდის შექმნა ოჯახი, ვისთან ერთად, როდის და როგორ გაზარდო შვილი და არ მოექცე სხვისი ინტერესის, სტერეოტიპების, შეხედულებების ქვეშ!
- შენ წყვეტ როგორ გაატარო შენი ცხოვრება და ის სხვისი გამოფენა-გაყიდვის საგანს არ წარმოადგენს.
არაა თავისუფლება
- შენი ძაღლი შეახტეს უცხოს და იქით იბღვირო: „ვაიმე რამ შეგაშინათ, არაფერს დაგიშავებთ“ ან მოასაქმებინო სადაც გინდა, ისე რომ ამაყად გეჭიროს თავი.
- მანქანა „დააპარკირო“ იქ სადაც შენ მიიჩნევ საჭიროდ. დაარღვიო კანონები შენი „VIP”-ობის გამო.
- გადაჭრა გზა სადაც გინდა, ხელების ქნევით, თითქოს შენს წინაშე ყველა ვალშია.
- მოემსახურო სხვას, ისე თითქოს მეფეობიდან ან დედოფლობიდან გუშინ ჩამოგაქვეითეს და გიკვირს კიდევ იქით „მადლობები“ როგორ უნდა უხადო ყველას?!
იქ მთავრდება შენი თავისუფლება, სადაც იწყება სხვისი.
იქ იწყება შენი თავისუფლება, რაც ეხება შენს ცხოვრებას და არავის სხვისას!
ალბათ, ცოტა თქვენგანს თუ ერგო ნამდვილი თავისუფლება, ნუთუ ეს მართლაც „ლომთა ხვედრია“ ?!
მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რას ნიშნავს თავისუფლება და იქნებ უფრო მეტად გვქონდეს ამის მიღწევის შესაძლებლობა!
რა ფერია შენი თავისუფლება?