უილიმ შექსპირი დამსახურებულად ითვლება უდიდეს ინგლისურენოვან მწერლად და ერთ-ერთ საუკეთესო დრამატურგად მსოფლიოში. მას დაწერილი აქვს 159 სონეტა, 38 პიესა, 4 პოემა და 3 ეპიტაფია.
უილიამ შექსპირის ნამუშევრები სავსეა ღრმა დაკვირვებებით ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, ცხოვრებასა და მეგობრობაზე. თითქმის 5 საუკუნეა გასული, თუმცა ისინი არ კარგავენ აქტუალურობას.
გთავაზობთ 25 ციტატას უდიდესი დრამატურგის ნამუშევრებიდან:
- უსულობის ნიშანი არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც შიგნიდან ცარიელია .
- თაფლი ისეთი ტკბილია, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.
- ჩვენ წვრილმანების გამო ვღიზიანდებით, მაშინ როცა რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი.
- ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.
- დედაბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.
- სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.
- სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება.
- სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
- იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო.
- ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.
- კაცები აპრილს ჰგვანან , როდესაც ურთიერთობას იწყებენ, და დეკემბერს, როცა დაქორწინებულნი არიან.
- ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.
- ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით.
- ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.
- რას ნიშნავს სახელი? ვარდს ვარდის სურნელი ასდის, თუნდაც სხვა სახელი უწოდო.
- ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს.
- სილამაზემ შეიძლება მოგხიბლოს, თუმცა მხოლოდ სულის შეყვარებაა შესაძლებელი.
- ყვავს, თუნდაც ჭუჭყში იბანაოს, არავინ შეამჩნევს, ხოლო გედი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლომდე ლაქას მაინც ვერ მოიშორებს.
- სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება.
- მშიშარა ყოველი საფრთხის წინ კვდება, ხოლო მამაცი – მხოლოდ ერთხელ.
- გაჭყლეტილი მწერიც ისევე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი.
- სამი წესი წარმატების მისაღწევად: იცოდე მეტი, ვიდრე სხვებმა; იმუშავე მეტი, ვიდრე მუშაობენ სხვები; ელოდე ნაკლებს, ვიდრე სხვები ელიან.
- არ არსებობს არაფერი ცუდი და კარგი ამ სამყაროში. არის მარტო ჩვენი დამოკიდებულება საგნებისადმი.
- ყველაზე კარგია – პირდაპირ და უბრალოდ ნათქვამი სიტყვა.
- სხვების ცოდვების განსჯისაკენ ისე ძალიან მიისწრაფით – დაიწყეთ თქვენი ცოდვებით და სხვის ცოდვამდე ვერასდროს მიხვალთ.