Skip to content

ფოტომ, რომელზეც ჯარისკაცი და მის მკერდზე მიძინებული გოგონაა გამოსახული, უკვე მოასწრო მსოფლიოს გაოცება. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი სერჟანტი ჯონ გებჰარდტი კი, ძალიან ცნობილი გახდა.
.
ერაყში მოღვაწე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ეს ფოტო ცოლს გაუგზავნა, მინაწერით: “ეს პატარა ობოლია, მისი მშობლები ჩამოახრჩვეს, მხოლოდ გოგონას გადარჩენა მოვახერხეთ… მძიმედ იყო დაშავებული… მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ ტირის. მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა ხელში ამყავს და მკერდზე ვიხუტებ, მიჭირს პატარის მიტოვება, ამიტომ მეოთხე დღეა, მასთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ”.
.
მიუხედავად იმისა, რომ ობოლ გოგონაზე ყველა ზრუნავდა, პატარა ერაყელმა რატომღაც სერჟანტი გებჰარდტი გამოარჩია და მთელი გულით მიენდო. უნებლიე მამამ კი გადაწყვიტა, ბავშვისთვის არ ეღალატა, რის გამოც მას სოციალური ქსელების მომხმარებლები სამადლობელ წერილებს სწერენ. ჯარისკაცი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, უბრალოდ სიკეთისთვის იხარჯება და ეს პატარაც უკვე შვილივით უყვარს.
.
ჯარისკაცისა და ობოლი გოგონას ურთიერთობა თითქმის ერთი თვის წინ, იმ დღიდან დაიწყო, როდესაც ამერიკული ჯარი ბალადის საჰაერო ბაზაში დაბანაკდა. პატარა ერაყელი გოგონას ცხოვრება ერთ დღეში თავდაყირა დადგა, მისი ოჯახი ამბოხებულთა თავდასხმას ემსხვერპლა. ბავშვს თვალწინ მშობლები და ყველა დედმამიშვილი დაუხოცეს, პატარა კი მძიმედ დაშავდა. მომაკვდავ გოგონას სასწაულებრივად მიუსწრეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა.
.
ჯონ გებჰარდტს ამერიკაში 25 წლის ვაჟი რაიანი და 23 წლის ქალიშვილი ამბერი ჰყავს. მისი მეუღლე, მენდი ამაყობს, რომ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი აქვს. მათი საზრუნავი ახლა ობოლი ერაყელი გოგონაა. გებჰარდტები მისი შვილად აყვანის პროცედურებს აგვარებენ და მზად არიან პატარა იშვილონ.

“გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს და არ ემუქრება ისეთი საფრთხე, როგორიც ერაყელ ბავშვებს”, – ამბობს სერჟანტი. ამავდროულად თვლის, რომ ბედნიერია მეუღლის თანაგრძნობით. მენდი კი ამაყად ამბობს, რომ მის მეომარ ქმარს ასეთი კეთილი გული აქვს. “სწორედ ჯონის გულია იმის მიზეზი, რომ მისი ცოლი ვარ. ბავშვები ძალიან უყვარს. ეს ფოტო ჯონის ნამდვილ სახეს ასახავს. მისი წარმატების საწინდარი სწორედ ის არის, რომ სხვის კეთილდღეობას აყენებს წინ და ძალიან გვიან ახსენდება საკუთარი თავი”, – ამბობს მენდი.
.
სერჟანტი კი ოცნებობს, ყველა ბავშვს, განურჩევლად ეროვნებისა, ბედნიერების უფლება ჰქონდეს და ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ ერაყელ ხალხს.