მოგესალმები მეგობარო!
რატომ გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი 29 მარტის დაძაბულ საღამოს, როდესაც ამ წუთებში გერმანიის 11 კაციანი “ლაშქარი” შემოესია ჩვენს სტადიონს და “გვაიძულებს” ოფლში გაწურულებმა და დაჭიმულებმა იმედის 1%-ის ხარჯზე (Battery Low!) ვუყუროთ ჩვენს სპორტულ განადგურებას???
იმიტომ, რომ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე მაქვს გულწრფელი, მწველი სურვილი, რომ ფეხბურთი-ც იყოს “ჩვენი თამაში!”, მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რა როლი გვაქვს მე და შენ ამ ყველაფერში?! შეგვიძლია რაიმე შევცვალოთ და ზეგავლენა მოვახდინოთ ამ სფეროზე?!
სწორედ, ამ საკითხს მინდა დავუთმო ეს სრულიად “არასპორტული” პოსტი ამ სპორტზე :))))))…
შენ, ალბათ, მეტყვი, რომ:
“- განლაგება არ გვივარგა!”
“- ეს არის გასაგდები! ის არის შესაცვლელი!”
“- არაფერი გვეშველება!”
მაგრამ, მე ამ მომენტში მინდა ვესაუბრო ლიდერს შენი სახით და ლიდერი ყოველთვის მზადაა მონახოს გზა და გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალური ეფექტიანობით, თუ მზად ხარ ამისთვის, გეთაყვა – განაგრძე კითხვა!
მე არ შემიძლია ვიქონიო ზეგავლენა ნაკრების შემადგენლობაზე ან მათ გაწვრთნაზე, მაგრამ მე ვარ გულშემატკივარი და ეს სიტყვა “გულ-შემატკივარი” უნდა მესმოდეს ძალიან სწორად… “გულ-შემატკივარი” არ ნიშნავს მოთქმა-გოდებას ჩვენს კრულ ბედზე და “შავ მთვარეზე” ფეხბურთის სფეროში… “გულ-შემატკივარი” არის, პირველ რიგში, უპირობო მხარდამჭერი!
მე მინახავს ე.წ. “ხელმოცარული მენტალობის გულშემატკივრები” (ისინი აუცილებლად გამლანძღავენ კომენტარებში, მაგრამ სიმართლე მწარე წამალია და იქნებ მოარჩინოს…). ასეთი ადამიანები ამბობენ: “ – რა აზრი აქვს, მაინც წავაგებთ!” და მე არ მესმის ამ სიტყვების შემდეგ მაინც რატომ უჯდებიან ტელევიზორებს და იქიდან (კომენტატორის ხმის პარალელურად) “ასწავლიან” ფეხბურთელებს, თუ ვინ ვის სად და როგორ უნდა ჩააწოდოს…
ნამდვილი გულშემატკივარი გულშემატკივრობს ყოველთვის და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ, ბოლოს და ბოლოს ეს თამაშია, როგორც ბავშვობაში გვეუბნებოდნენ – “ხან მოიგებ, ხან წააგებ”, მაგრამ დიდები ხშირად ვატყუებთ პატარებს, როდესაც ამ ფრაზას ვეუბნებით, რადგან თავად წაგება, მარცხი, წარუმატებლობა ინსულტის, ინფარქტისა და ნერვოზის ფასად გვიჯდება (და ორივემ ვიცით, რომ “ფაიზაღს ვბაზრობ” :))))))) ) !
“- ჰო, მაგრამ, უკვე რამდენი წელია მოგება თვალით არ გვინახავს!” – გულამღვრეული შემომჩივლებ შენ!
მაგრამ, დაუკვირდი…
შენ რომ გყავდეს შვილი (ან, თუ უკვე გყავს…), ნუთუ მასში რწმენას ოდესმე დაკარგავდი?! ნუთუ, მისცემდი შენს თავს უფლებას, რომ დაგეცინა ან გაბრაზებოდი შენს შვილს, რომ ის ასეთი “ხელმოცარულია”, “არაფერი გამოსდის” და “უკვე რამდენი წელია ცდილობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს”??? ნუთუ, შეგიძლია არ გჯეროდეს საკუთარი შვილის, თუკი ის ცდილობს კიდევ, კიდევ, კიდევ და კიდევ?! მერე რა, რომ მცდელობების უუუუუდიდესი ნაწილი არასასურველი შედეგით მთავრდება?! ნუთუ, მისცემდი ვინმე სხვას უფლებას, რომ შენს შვილზე თქვას, რომ ის “უუნარო და ხელმოცარულია”?!
როდესაც მამაკაცის ფსიქოლოგიას ვაკვირდებოდი, აღმოვაჩინე ერთი უმარტივესი მიდგომა, რომლითაც შეგიძლია ყველაფერი შეაძლებინო ადამიანს!!! რა არის ასეთი მარტივი???
ეს არის მის მიმართ უპირობო რწმენა!!! როდესაც მამაკაცმა იცის, რომ მისი სჯერათ, მისი თვითშეფასება და მოტივაცია იზრდება… თვლი, რომ “ნამდვილი პროფესიონალისთვის” ამას არ აქვს მნიშვნელობა?! წარმოიდგინე, რომ სიტყვით უნდა გამოხვიდე 100 კაციანი აუდიტორიის წინაშე და დაარწმუნო ისინი შენი სიტყვების სიმართლეში და უკვე წინასწარ იცი, რომ 100-დან 100-ვე შენს მიმართ უნდობლობით არის განწყობილი და სათითაოდ ყველამ იცის, რომ რაც არ უნდა ილაპარაკო, ეს მათთვის დაუჯერებელი იქნებიან, გაგაკრიტიკებენ და იტყვიან, რომ შენ ხარ ხელმოცარული!!! წარმოიდგინე?! როგორი განცდაა?! ახლა წარმოიდგინე, რომ ასეთი ადამიანი არის არა 100, არამედ 50 000 და 50 000-ვე ფიქრობს “მაინც არაფერი გამოუვა, მაინც ხელმოცარულია!!!”…
რა იგრძენი?! დაიძაბე… ხოლო თუ არ დაიძაბე და შენთვის თქვი “პირიქით, ვუჩვენებდი ამ 50 000 ადამიანს სეირსო”, გულში ჩაიხედე, ნამდვილად გაქვს ამის თავი თუ ტყუილად ბაქიბუქობ?!
ჩემი გარემოცვა, სამეგობრო, გუნდის წევრები და უკვე უამრავი მკითხველიც შეჩვეულები არიან, რომ მე მჯერა მათი! მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ ვიღაცას მისი სჯეროდეს და მე მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ადამიანს! სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ყველაზე (ერთი შეხედვით) უსუსური ადამიანი ჩემი მხარდაჭერით ძალიან იხსნება და ახერხებს მისი საუკეთესო მხარეების გამოვლენასა და გაძლიერებას! ეს უკვე დიდი ხნის ნაცადი მიდგომაა ჩემთვის და ყოველ ჯერზე ბრწყინვალე შედეგები მოაქვს! მე მყავს არაერთი ადამიანი გარშემო, რომლის “გაფურჩქვნაშიც” ლომის წილი მიმიძღვის და ვხედავ მათ ბრწყინვალებას, ეს უუუუუძლიერესი განცდაა!!! მე ვიცი, რამხელა სასწაული შეიძლება მოყვეს ერთ, უბრალო და მარტივ მიდგომას – უპირობო რწმენასა და მხარდაჭერას!!! მაქვს თუ არა რაიმე საიდუმლო?!
ჩემი საიდუმლო ნდობაშია!!! მე მჯერა მათი მაშინაც კი, როდესაც მათ თავად არ სჯერათ საკუთარი თავის (და ასეთ დროს ჩემი რწმენა კიდევ უფრო მყარია!) და მე მჯერა შენი, რომ შენ შეგიძლია შეცვალო ქართული ფეხბურთიც და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი რამ!!! თუკი მთელი გულით უპირობოდ უგულშემატკივრებ ფეხბურთელს, არ გააკრიტიკებ “ფუ, რა ბანძია!”, არამედ “მიდი! მიდი!” – მას გამოუვა! – ხოლო შენ მიხვდები, რომ გუნდი მხოლოდ მინდორზე კი არ თამაშობს, გუნდი არის ნაკრებს+გულშემატკივარი!!!
თუკი მე და შენ დავიჯერებთ, დაიჯერებს სხვაც! თუ მე მჯერა შენი – ადამიანის, რომელსაც, შესაძლოა, საერთოდაც არ ვიცნობ და გეუბნები, რომ მე შენი მჯერა, ნუთუ შენ არ შეგიძლია დაიჯერო მათი, ვინც დიდ დროს ატარებს ვარჯიშში?!
ჩვენ შეგვიძლია გამუდმებით ვაკრიტიკოთ, მიზეზი არასოდეს დაგველევა… მაგრამ თუ შენ ეტყვი შენს შვილს “მე მჯერა შენი, შენ შეძლებ!” და ამას ეტყვი მაშინაც კი, როდესაც მან სრული კრახი განიცადა – სწორედ მაშინ ხარ არამხოლოდ სანიმუშო მშობელი, არამედ უძლიერესი მეგობარი, მხარდამჭერი, ტრენერი, ცვლილებების ლიდერი!!! მას გაუჩნდება საკუთარი ძალების რწმენა და განსაკუთრებით გაახარებს შენი გვერდით დგომა, ეს გაუათმაგებს მოტივაციას და მიხვდება, რომ შენ – მისი მხარდამჭერი, მის გვერდით ხარ და იმსახურებ, რომ მან გაჩუქოს გამარჯვება!!!
გამარჯვების საიდუმლო არ არის არც ტექნიკაში, არც განლაგებაში, არც სტრატეგიაში, ტაქტიკაში, არც ვარჯიშში, მიუხედავად იმისა, რომ ამათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ! საიდუმლო ტვინშია – გონებაში! ეს არის რწმენა! უპირობო რწმენა და მხარდაჭერა!!!
შეგიძლია თქვა, რომ თუ გუნდმა არ მოინდომა მოგება, ჩვენი გულშემატკივრობა არ უშველის, მაგრამ არცერთი ვუქნივართ ღმერთს :)))))) … “მიეცი კეისარს კეისრისა” და ჩვენს წილზე ჩვენ ვიზრუნოთ, თავად ნაკრებმა – თავისაზე, მაგრამ, გვახსოვდეს, საერთო ჯამში: ნაკრებს+გულშემატკივარი=გუნდს!!!
მე მჯერა შენი!!!
P.S. მნიშვნელოვანია შენთვის ეს საკითხი? მეთანხმები ან არ მეთანხმები? – დაწერე კომენტარებში ან მომწერე პირადად. გინდა განვავრცოთ თემა? => გამოიჩინე ინიციატივა!
P.P.S. გაინტერესებს, გაიგო უფრო მეტი ჩემს გუნდზე და ჩემს მიდგომებზე? გამოიჩინე ინიციატივა – მომწერე და აუცილებლად მიიღებ პასუხს
სიყვარულით, მუდამ შენი გულშემატკივარი,
თაკო მეფარიშვილი