1986 წელს, ტედ ჰიგესის სიკვდილიდან 23 წლის შემდეგ, ცნობილმა პოეტმა სილვია პალასმა შემდეგი წერილი მისწერა 24 წლის ვაჟიშვილს, ნიკოლასს. წერილში პოეტი შვილს ურჩევდა, რომ გულში ჩაეკრა საკუთარი ,,ბავშვური მე’’, რათა განეცადა ცხოვრების ყველა სირთულე და ამით მომავალი ესწავლა. 2009 წელს, ნიკოლასი, მიუხედავად დედის მხარდაჭერისა, ვერ გაუმკლავდა სირთულეებს და 47 წლის ასაკში ცხოვრება დათმო.
ძვირფასო ნიკ,
შენზე ფიქრმა გადაკვეთა ჩემი გონება. ძალიან ვდარდობ. გასულ ზაფხულს ვიმედოვნებდი, რომ სასტიკ რეალობასთან ბრძოლას შეძლებდი და სინათლე გვირაბის ბოლოს შენს თავისუფლებად გადაიქცეოდა. დანებება გამოსავალი არ არის. ვერავინ გადაჭრის შენს პრობლემებს, თუ თავი არ აიძულე, ფეხზე წამოდგე. დიდ წარმატებას დიდი რისკიც ახლავს. ზოგჯერ, წარმატებას უნდა შესწირო გარკვეული რაღაცები. შენს ტოლერანტული ხედვას შეუძლია ტკივილისა და ზარალის მიღება.
ამერიკიაში მაშინ ჩამოვედი, როდესაც მამაშენი გარდაიცვალა. 27 წლის ვიყავი და აქ ვცხოვრობდი 3 წელი შენს ბებიასთან. ჩვენ ძლივს დავმეგობრდით. ახლობელი არავინ მყავდა და სახლში არცერთ ჩვენგანს არ სურდა, გაეკეთებინა რაიმე მთელი გულით. ბებიაშენი მუმივად თვალ-ყურს მადევნებდა და ეჩხუბებოდა ყველას, ვინც შემომხედავდა.
ერთხელ, შენზე მეურვეობა ლამის ჩამომართვა სასამართლოში ჩივილით. მას შემდეგ, ერთადერთი რამ, რის გაკეთებაც იმ სახლში მსიამოვნებდა, იყო წერა. 3-წლიანი ცხოვრება ამერიკაში წერით გავლიე. უფლება არ მივეცი მღელვარებას, რომ დავეჯაბნე. საყვარელ საქმეს ენთუზიაზმით ვაკეთებდი.
ნიკოლას, შენ არ იცი ხალხის შესახებ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: ადამიანებს მუდმივი მარტოსულობა გვდევს და ეს მტკივნეულია ნებისმიერ მომენტში. შენი თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და ზოგადი გამბედაობა ყოველთვის მაკვირვებდა. საკუთარ თავს ყველაზე ამაღელვებელ სიტუაციებში ფენომენალურად წარმოაჩენდი. შეგეძლო, განგეხორციელებინა საკუთარი გეგმები, მაგრამ ახლა ბავშვურად იქცევი. დროთა განმავლობაში უნდა შეგეძინა ცოდნა და უნარები, რომლითაც რთულ სიტუაციებს გაუმკლავდებოდი. ამ აუცილებელი უნარების გარეშე, განადგურება გემუქრება. ადამიანი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ავითარებს თავის შემგუებლობას.
ზოგჯერ, წინასწარმეტყველების ნიჭი უნდა გამოვიმუშაოთ და შინაგანი ძალა ავამოქმედოთ. ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს, მოულოდნელი მარცხის გამო. თითქოს, ასეთ დროს ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ შინაგანად განადგურებული. ყველაზე ხშირად იმდეგაცრუებას ბავშვობაში განვიცდით, როდესაც რაღაც დაანაკუწებს ჩვენს ჩვეულებრივ, უსაფრთხო აბჯარს და შიშვლები ვრჩებით სასტიკ სამყაროში. ასაკობრივ ზრდასთან ერთად კი, რაც ყველაზე ცუდად გავიარეთ, გვახსენდება ყველაზე დადებითად. ჩვენ ხომ სიარულს ვსწავლობთ? თუ არ დაეცი, ცხოვრებასაც ვერ განაგრძობ, მყარად ვერ დადგები ნიადაგზე.
ხანგრძლივი დეპრესიის დროს, უშინაარსოდ კარგავ რამდენიმე კვირას, აიგნორებ ახალ შეხვედრებს, ახალ გამოწვევებს და დეგრადირდები პიროვნულად.
გახსოვდეს, რომ ცხოვრება ჰგავს ძლიერ მდინარეს. უნდა შეგეძლოს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, რათა დამოუკიდებლად შეძლო ყველა ბარიერის გადალახვა.
თარგმანი: თემურ იკოშვილი