Skip to content

შეფუთვის 14 საგაზაფხულო იდეა 8 მარტის საჩუქრებისთვის

ფანტაზიისა და სხვადასხვა პატარა საშუალების გამოყენების მეშვეობით შესაძლებელია შეფუთვის უჩვეულოდ ლამაზი დიზაინის შექმნა.

1

ყვავილები, იქნება ეს პატარა თაიგული თუ ერთი ტოტი, მაშინვე გამოაცოცხლებენ საჩუქარს.

2

ვინტაჟური გასაღები გამოიყურება ძალიან ნაზად, განსაკუთრებით ქსოვილის ლენტთან ერთად.

3

ზონარის ან ლენტის ქვეშ შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერი რამ. მაგალითად: ფურცელი, პატარა სათამაშო, ყვავილი.

4

ქაღალდის ბრჭყვიალა შეფუთვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რუკები ან/და გაზეთი.

5

ნოტები ასევე ჩვეულებრივი ქაღალდის შეფუთვის კარგი შემცვლელია.

6

კიდევ ერთი გენიალური იდეა-გაფერადებული და დეკორირებული კვერცხის ყუთი.

7

 ყოჩივარდა ასევე მშვენივრად გაალამაზებს თქვენს საჩუქარს.

8

ტკბილეულის მოყვარულთათვის საჩუქარი შეგიძლიათ მორთოთ უჩვეულო ან მათთვის საყვარელი სასუსნავით.

9

ან შეავსოთ მათთვის მთელი ქილა ტკბილეულით და ასე ლამაზად გააფორმოთ.

10

ლამაზი პარკები სხვადასხვა წვრილმანით ძალიან გაახარებს ნებისმიერ ქალბატონს.

11

აი ასე ქსოვილის ჩვეულებრივი ნაწილი შეგიძლიათ აქციოთ საჩუქრის შეფუთვის ორიგინალურ ელემენტად.

12

მშვენიერი ვარიანტი ქაღალდის ფურცლების გამოყენებისთვის.

13

კონფეტის გაკეთება ყველაფრისგან შეგიძლიათ, გამოდის ჭრელი, უჩვეულო და ლამაზი.