Skip to content

როგორ ფიქრობთ, ხომ ძალიან კარგი ამბავია?

ერთხელ 4 ამერიკელი ბიზნესმენი გოლფს თამაშობდა. ერთი მათგანი ცოტა მოშორებით იდგა და ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც 3 ბიზნესმენი თავიანთი ვაჟების შესახებ ყვებოდნენ და ამაყობდნენ მათით.

ჩემს შვილს საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს – დაიწყო პირველმა. ძალიან წარმატებულია თავის საქმეში და უამრავ ადამიანისათვის აშენებს სახლს. იმდენად წარმატებულია, რომ თავის ერთ საუკეთესო მეგობარს თავისი აშენებული ახალი და კეთილმოწყობილი სახლიც კი აჩუქა.

ჩემს ვაჟს ავტომობილების მაღაზია აქვს. ისიც  ძალიან წარმატებულია და შენ წარმოიდგინე, რომ მანაც რამოდენიმე თვის წინ თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს , უკანასკნელი მოდელის, საუცხოო ავტომობილი აჩუქა… – არ ჩამორჩა პირველ ბიზნესმენს მეორე.

ჩემი ბიჭი ერთი დიდი კომპანიის აქციონერთა პაკეტის საკმაოდ დიდ წილს ფლობს. რამოდენიმე კვირის წინ მანაც თავის ერთ საუკეთესო მეგობარს თავისი წილი აქციების სოლიდური ნაწილიც კი აჩუქა – სასწრაფოდ ჩაერთო საუბარში მესამე ბიზნესმენი .

ამ დროს მეოთხე ბიზნესმენმა დაასრულა ტელეფონზე საუბარი და დანარჩენებს შეურთდა.

– შენს ბიჭზეც გვითხარი რამე – უთხრეს დანარჩენებმა მას.

სიმართლე გითხრათ უმაყოფილო ვარ მისი საქციელით… ჩემდა სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი ცისფერია – თქვა მეოთხე ბიზნესმენმა და შემდეგ რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დაამატა:

თუმცა ერთადერთი კარგი რასაც ამაში ვამჩნევ ისაა, რომ ძალიან კარგი მეგობარი ბიჭები ჰყავს. მაგალითად, ბოლო სამმა მეგობარმა ბიჭმა ძესანიშნავი საჩუქრები გაუკეთეს მას, კერძოდ: ახალი სახლი, უახლესი მოდელის საუცხოო ავტომობილი და დიდი კომპანიის აქციების საკმაოდ სოლუდური წილი. როგორ ფიქრობთ, ხომ ძალიან კარგი ამბავია?