სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია- იმ შემთხვევაში,თუ ტვინს ყოველდღიურად არ ავარჯიშებთ, შესაძლოა,ფიქრს გადაეჩვიოს. დატვირთვის გარეშე ტვინი ბერდება და არ სურს შეასრულოს ჩვეული აზროვნებითი ოპერაციები. გონებრივი ვარჯიშისთვის თავის დანებების შემთხვევაში, ტვინის კუნთები სწრაფად დუნდება, ხოლო დატვირთვისას პირიქით – ნაცრისფერი უჯრედები იზრდება. მეცნიერები ამ პროცესს შემდეგნაირად აღწერენ: ნეირონებს შორის ჩნდება ახალი სინაფსები, თავის ტვინის ქერქი სქელდება და მეტად იკლაკნება, იზრდება ახალი კაპილარები, აქსონები აჩქარებენ ნერვულ სიგნალებს, ტვინის ცალკეულ სტრუქტურებს შორის ფუნქციონალური კავშირი ღრმავდება.
ნეირობიკა – ეს ტვინის მარტივი და სახალისო ვარჯიშებია, რომლებიც გვეხმარება გონების გახსნასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებაში. შეეცადეთ, ყოველ თავისუფალ წუთს გაგიტაცოთ რაიმე უჩვეულომ. იქნება ეს საოჯახო მოვალეობების შესრულებისას, გზად სამსახურისა და მაღაზიისკენ, თუ ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან ჯდომისას. შეასრულეთ დავალება მხიარულად, ენთუზიაზმით – ტვინს მოსწონს ასეთი ემოციები.
ჩართეთ მუშაობაში მარცხენა ხელი (მარჯვენა, თუკი ცაცია ხართ). სცადეთ, ასე გაიხეხოთ კბილები, მიირთვათ სადილი, დაწეროთ. რისთვის? – მოტორული ქერქის აქტიურობა ტვინის ერთი ნახევარსფეროდან მეორეზე გადაინაცვლებს, რაც დადებითად მოქმედებს შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და არასტანდარტული აზროვნების განვითარებაზე.
გამოსცადეთ ახალი შეგრძნებები, განავითარეთ შესაძლებლობები. საკუთარ ოთახში გადაადგილდით თვალდახუჭული, ასევე მიიღეთ შხაპი. შეეცადეთ, თქვენს ჯიბეში არსებული ხურდა ფულის რაოდენობა განსაზღვროთ. მოელაპარაკეთ შინაურებს, რომ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ჟესტების ენით იურთიერთებთ. რატომაა ეს საჭირო? – ასეთ დროს, „თბება“ ტვინის ახალი სენსორული სფეროები, რომლებიც ადრე ნაკლებად, ან საერთოდ არ მოქმედებნდნენ. ეს ასევე კარგი ვარჯიშია ნეირონებისთვის მთელ ტვინში. იმისათვის, რომ გარშემო ბევრი ახალი რამ შენიშნოთ.საჭიროა, თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამყაროს აღსაქმელად.
არ შეგეშინდეთ ჩვეული იმიჯის შეცვლის. იქნება ეს ახალი სამოსი, მაკიაჟი თუ ვარცხნილობა. ადამიანი განსხვავებულად გრძნობს თავს ახალი იმიჯის მორგებისას. ამ დროს მას აზროვნებაც ეცვლება. იმისათვის, რომ ცხოვრება დადებითისკენ შეიცვალოს, უნდა იყოთ განსხვავებული.
წადით სამსახურში ახალი მარშრუტით, მაშინაც კი, თუ ასე გზას გაიგრძელებთ. იმოგზაურეთ ბევრი, სცადეთ სხვადასხვა ადგილების მონახულება, იარეთ მუზეუმებსა და გამოფენებზე. ამ გზით, მეხსიერების სივრცითი განვითარება ხდება და იზრდება ჰიპოკამპის ზომა, რასაც ბოლო კვლევები მოწმობს. ახალი შთაბეჭდილებები ტვინს შესაშურად კვებავს.
ხშირად შეცვალეთ ინტერიერი სახლსა და სამსახურში, ყოველკვირეულად გადააადგილეთ ნივთები ოთახში, სცადეთ საკვების მომზადება უცხოური რეცეპტებით, იყიდეთ ახალი სუნამო. რამდენიმე წუთით გაიარეთ სახლში არასწორად ჩაცმული ფეხსაცმლით. ჩვეულებები ტვინს ანელებს, ხოლო სიახლე მის სენსორულ შესაძლებლობების ამაღლებს, რაც ცხოვრებას უფრო ნათელსა და დასამახსოვრებელს ხდის.
არატრივიალურად უპასუხეთ დასმულ შეკთხვებს, როგორიციაა – „როგორ ხარ?“ „რა არის ახალი?“. მოიფიქრეთ ახალი ფრაზები სტერეოტიპებისგან თავის დასაღწევად, დაიმახსოვრეთ ანეკდოტები, მოიგონეთ ახალი ხუმრობები, გასართობი ისტორიები და ჩართეთ ისინი საუბარში. თუკი ამ ყველაფერს შემოქმედებითად, სხვადასხვა კუთხით მიუდგებით, მოახდენთ მეხსიერებისა და ტვინის მეტყველების ცენტრის სტიმულიურებას.
იყავით მუდმივად ტონუსში – ეს შეეხება როგორც თქვენს სხეულს, ასევე გონებას. ჩვენი ორგანიზმი საოცარი სისტემაა, რომელიც ეხმაურება თქვენს მცდელობას, სწრაფად გახდეთ უკეთესი. სცადეთ მოცემული ვარჯიშები და შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ. ეს სამყაროს შეცნობისკენ გახსნილი გზაა და შესაძლოა, სწორედ მისი მეშვეობით ვიგრძნოთ თავი უფრო ბედნიერ, თავდაჯერებულ და აზრიან ადამიანად.