მოგეხსნებათ კრიტიკული აზროვნების თეორია ერთ-ერთი განსაკუთრებულია და თავისი არსით ლიტერატურათმცოდნეთა ინტერესს იწვევს.
ამ მხრივ, კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის განსაკუთრებულია ედვარდ ბონო და მისი ნაშრომი : „აზროვნების ექვსი ქუდი“.
ედვარდ დე ბონო – ბრიტანელი ფსიქოლოგი, მწერალი და მრჩეველი შემოქმედებითი აზროვნების სფეროში, შეისწავლიდა მედიცინას, ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას, რომელთა საფუძველზეც დაიბადა „აზროვნების ექვსი ქუდის“ თეორია. ეს თეორია „ტვინის შტურმის“ ყველაზე პოპულარული მეთოდია.
მისი დაბადების წინაპირობა გახდა მტკიცებულება, რომ ადამიანის აზროვნება ყოფიერების (არსებობის) პროცესში თანდათან ხდება ცალმხრივი, სტერეოტიპული. ეს დამტკიცებულია უამრავი ფაქტით : რელიგიით, განათლებით, მორალით და ა.შ. გარდა ამისა, აზროვნების პროცესი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, ემოციებთან და ინტუიციასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ედვარდ დე ბონომ შემოგვთავაზა 6 გზა, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ტვინისთვის ჩვეული მდგომარეობა.
6 ქუდის მეთოდი – ეს ფსიქოლოგიური თამაშია როლებით.
ქუდი განსაზღვრული ფერით ნიშნავს აზროვნების ცალკეულ რეჟიმს და მისი დახურვით ადამიანი მას ააქტიურებს.
როგორ გამოვიყენოთ ეს ხერხი :
ედვარდ დე ბონო თავისი მეთოდის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იბადება პოლემიკიდან, მასში კი იმარჯვებს ის აზრი, რომელიც უკეთაა დაცული და არა ის, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მთელი კოლექტივის ინტერესებს. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით ტექნიკის ავტორმა შემოგვთავაზა სხვა მიდგომა-პარალელური აზროვნება, რომლის აზრი იმაშია, რომ პრობლემა უნდა განიხილებოდეს არა იდეების კამათში, არამედ მის მთლიანობაში.
ფიგურულად ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ფერადი ნახატი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ მოდის, რაც ყველა „ქუდს დავიხურავთ.“
თეთრი ქუდი :
ამ ქუდის დახურვის დროს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყველა იმ მონაცემზე, რაც გვაქვს. ვცდილობთ მივხვდეთ, რომელი ინფორმაცია გვაკლია, სად შეიძლება მისი პოვნა. როგორ გამოვიყენოთ უკვე ცნობილი ფაქტები და დასკვნები პრობლემის გადაწყვეტისთვის.
წითელი ქუდი:
ჩვენ ვააქტიურებთ გრძნობას და ინტუიციას. რას გკარნახობს შინაგანი ხმა?
ინტუიციური აღმოჩენები და განცდები ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსჯა ემოციურ ფონზე, ადამიანური გრძნობების ჭრილში. თუ განხილვა კოლექტიურია, აუცილებელია შეეცადო გაიგო სხვა ადამიანის პასუხები, ამისთვის საჭიროა ყველა იყოს გულწრფელი, არ დამალოს საკუთარი გრძნობები და განცდები.
შავი ქუდი :
აქ თქვენ უნდა იყოთ პესიმისტი. ეცადეთ ყოველ იდეაში იპოვოთ სუსტი მხარე და მაქსიმალურად მიაქციოთ მას ყურადღება. შავი ქუდი განსაკუთრებით სჭირდება მას, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას და მიეჩვია პოზიტიურად აზროვნებას, რადგან, როგორც წესი ასეთი ხალხი არ აფასებს სიძნელეებს.
ყვითელი ქუდი:
ეს გახლავთ შავის საპირისპირო და ამ ქუდის ქვეშ იგულისხმება „ოპტიმისტურად აზროვნება“. პოზიტიური მიდგომა პრობლემური საკითხისადმი. გამოყოფა ძლიერ მხარეებისა, გადაწყვეტილების უპირატესობისა.
მწვანე ქუდი:
აღნიშნავს შემოქმედებას, არაჩვეულებრივი იდეებისა და არაორდინალური შეხედულებების ძიებას.
ლურჯი ქუდი:
მას იხურავს ხელმძღვანელი. ის, ვინც სახავს მიზანს დასაწყისში და მიყავს სამუშაო ბოლომდე. იგი მართავს მთლიან პროცესს, ყველას აძლევს სიტყვას, აკვირდება თემატიკის დაცვას.
„ექვსი ქუდის“ მეთოდიკის ეფექტიანობა შემოწმებულია სხვადასხვა ფირმებისა და კომპანიების გამოცდილებით, მათი შედეგებით. კერძო მაგალითებდან გამომდინარე მეთოდი ათვისებულ იქნა ფირმა “speedo”-ს მიერაც.