მარკ ტვენს, ალბათ ყველა, მისი ცნობილი წიგნების „ტომ სოიერის თავგადასავალისა“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლების“ მეშვეობით იცნობთ. ის ასევე ნიჭიერი სპიკერი, სატირიკოსი და პედაგოგი იყო. მწერალმა ბევრი რამ გადაიტანა: მისი ნაწარმოებების დიდი წარმატებით დაწყებული , სამი შვილისა და ცოლის სიკვდილით დამთავრებული.
შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მარკ ტვენს განსაკუთრებული მსოფლმხედვლობა ჰქონდა.
გთავაზობთ მარკ ტვენის რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.
- საკუთარი თავით უკმაყოფილო ადამიანი, ვერ იქნება კმაყოფილი ცხოვრებითთუ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით, ქცევებითა და მოქმედებებით, სავარაუდოდ, ყოველთვის დისკომფორტის გრძნობა შეგაწუხებთ. ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანი ყოველთვის წყნარია და იღებს შინაგან თავისუფლებას, რათა გააკეთოს ის, რაც ნამდვილად სურს. საკუთარ თავს უნდა მისცეთ უფლება იყოთ ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ. ნუ ცდილობთ თავი მოაწონოთ სხვებს, პირველ რიგში თავად უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი. გადალახეთ შინაგანი ბარიერი. ეს რთული, მაგრამ დროთა განმავლობაში მიღწევადი ამოცანაა.
- ასაკი, როგორ შემზღდუდავი ფაქტორი მხოლოდ თქვენს ცნობიერებაში არსებობს. თუ მასზე არ იფიქრებთ, ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები იქნება. აქედან გამომდინარე, შემზღუდველები მხოლოდ ჩვენში. ჩვენ გვგონია, რომ უკვე გვიანია დავკავდეთ საყვარელი საქმით. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც გვიანი დაკავდე იმით, რისი კეთებაც ნამდვილად გინდათ.
- ადამიანი ფლობს ერთ ჭეშმარიტად ძლიერ იარაღს, და ეს-სიცილია იუმორს შეუძლია აქციოს ნებისმიერი სერიოზული სიტუაცია სიცილის მიზეზად. ხოლო როცა განწყობა ამაღლებულია, სამუშაოს კეთებაც უფრო ადვილი ხდება. ადამიანი აღარ ფიქრობს ცუდზე და მშვიდდებიან. მშვიდი ადამიანი კი უფრო ადვილად პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას.
- რისხვა- მჟავაა, რომელიც უფრო ავნებს იმ ჭურჭელს, რომელშიც ინახება, ვიდრე მათ, ვისზეც იღვრებარისხვა- გამანადგურებელი და უსარგებლო საგანია. როდესაც გაბრაზებული ხართ კარგავთ კონტროლს სიტუაციაზე და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ. თავი აარიდეთ რისხვას. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო!
- ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ სამყარო თქვენს წინაშე ვალშია. სამყაროს თქვენი არაფერი მართებს. ის თქვენამდეც იყო ბევრი ადამიანი თვლის, რომ მის წინაშე ყველა ვალდებულია და რომ სამყარომ უნდა მისცეს ის, რაც სურს. თუმცა ყველაფერი მოქმედებს ამოუცნობელი კანონების თანახმად და თუ საქმეები არ მიდის ისე, როგორც გვსურს-ამაში არავინ არაა დამნაშავე. ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რომ მიიღოთ სასურველი.
- ახალი იდებით შეპყრობილ ადამინებს, იმ დრომდე ჩათვლიან გიჟად, სანამ ეს იდეები წარმატებული არ გახდება.ხალხს ეშინია სიახლის. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც ისინი უკეთეს შემთხვევაში მიგატოვებენ(უარესში – ხელს შეგიშლიან). აქედან გამომდინარე, არ შეშინდეთ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც საჭიროდ თვლით – ბევრი დიდებული ადამიანი და ნოვატორი იღებდა აღიარებას სრული გარიყულობის შემდეგ.
- პესიმიზმი – ეს არის სიტყვა, რომელსაც სუსტები სიბრძნეს უწოდებენ ბევრი რამ განისაზღვრება იმით თუ რაზეა კონცენტრირებული თქვენი ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ მარტო პრობლემებზე და შეიქმნათ მსხვერპლის იმიჯი, ან შეგიძლიათ გააკეთოთ აქცენტი რამე უფრო პოზიტიურზე და დაინახოთ ცხოვრების ცვლილება უკეთესობისკენ. პრობლემებზე კონცენტრირებისას ჩვენ ვკეტავთ გზას დადებითი ცვლილებებისაკენ. დაიწყეთ ძირითადით – შეწყვიტეთ პრობლემებზე ფიქრი და გაანთავისუფლეთ ადგილი დადებითი ემოციებისთვის.
„ოცი წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ ნუღარ ყოყმანობთ, მოსცილდით უსაფრთხო ნაპირს. შეიმეცნეთ, იოცნებეთ და აღმოაჩინეთ.“
არაჩვეულებრივი ციტატაა! აქ ნამდვილად ვეღარაფერს ვერ დავამატებთ. მხოლოდ რჩევას, რომ ამოიწეროთ და სადმე ჩამოკიდოთ. მაგალითად: მაცივარზე ან აბაზანის კარზე, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რისთვისაა საჭირო ცხოვრება. სხვა არაფრის დამატება აღარ შეგვიძლია, გარდა მწერლის კიდევ ერთი ციტატის:
„ჭორები ჩემი სიკვდილის შესახებ ძალიან გაზვიადებულია!“