არა ერთი ადამიანი თვლის თავს ფსიქოლოგიურად სუსტად, მაგრამ სულ ტყუილად…
ხშირად წიგნების კითხვისას, ფილმებში და ცხოვრებაში, ვხვდებით პიროვნულად ძლიერ ადამიანებს, იმ პიროვნებებს, რომლებიც ძლიერი ფსიქოლოგიური ხასიათის დემონსტრირებას ახდენენ. მათი შემხედვარე კი, ხშირად თავს უნებისყოფოებად ვთვლით, მაგრამ ეს ასე არ არის! ადამინის ხასიათში არის ცალკეული, ძნელად შესამჩნევი თვისებები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ძლიერ პიროვნებას.
ფსიქოლოგების აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილი 25 თვისებიდან 15-ის დაკმაყოფილება საკმარისია, იმისათვის რომ, ადამიანი ძლიერ პიროვნებად მივიჩნიოთ.
1.თქვენი გაღიზიანება მარტივი არ არის
სტრესის არსებობის შემთხვევაშიც კი, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ სიმშვიდის შენარჩუნებასა და სიტუაციის რბილად კონტროლირებას. თქვენ გრძნობთ, რომ ტონის ამაღლება გამცირებთ პიროვნულად.
2.თქვენ იღებთ განსხვავებულ შეხედულებებს.
თქვენ არ გეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, ისმენთ განსხვავებულ და საპირისპირო ფრაზებს და მზად ხართ ისწავლოთ სხვებისგან.
3.იხდით ბოდიშს, როდესაც ამას სიტუაცია მოითხოვს
როდესაც დაუშვებთ შეცდომას და იხდით ბოდიშს, ამით არ კარგავთ თქვენს რეალურ სახეს. პირიქით, ეს უფრო თავმდაბალს გხდით.
4.თქვენ ერგებით და ითავისებთ სიტუაციას, რათა თავი იგრძნოთ უკეთესად
ძალიან კარგად გესმით , რომ ცვლილებები გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში იმყოფებით, თქვენ ადვილად ახერხებთ ადაპტირებას.
5.თქვენ არ ფიქრობთ ზედაპირულად
უღრმავდებით ყველა წინადადებას და ხედავთ იმაზე მეტს, ვიდრე ჩანს და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებთ საფუძვლიან დასკვნებს.
6. არ გაქვთ მცდარი მოლოდინები
თუ თქვენ ვიღაცისთვის, ან რაღაცისთვის აკეთებთ რაიმე კარგს,სანაცვლოდ კი არ ელით იმავეს. თქვენთვის, სხვების დახმარება მიზანია და არა საშუალება.
7.თქვენ იცით, როგორ დააწესოთ საზღვრები
არ აძლევთ უფლებას სხვებს, გადააბიჯონ თქვენ მიერ დაწესებულ საზღვრებს, მაგრამ ამას აკეთებთ ისე, რომ არ იწვევთ გაღიზიანებას.
8.მუდამ მზად ხართ დახმარებისთვის
თქვენ კარგად იცნობთ იმ სფეროს, რომელიც თქვენი პარტნიორებისთვის პრობლემების წყაროს წარმოადგენს და გაქვთ მზაობა,საჭირო დროს , რეალური დახმარება გაუწიოთ მათ.
9.ერთმანეთში არ ურევთ პროფესიულ და პირად ურთიერთობებს
არ მოიაზრებით იმ ადამიანების წრეში, ვისაც თანამშრომლებთან ემოპციური დამოკიდებულებები აქვს, მხოლოდ იმიტომ , რომ მიაღწიონ რაღაც გარკვეულ მიზანს .მხარს უჭერთ, ჯანსაღ ,პირად და პროფესიონალურ დამოკიდებულებას.
10.თქვენ ყურს უგდებთ საკუთარ ინსტინქტებს
გავქთ განვითარებული ინტუიცია; საკუთარ გულისთქმას მიყვებით დასკვნების გაკეთებისას.
11.პატიობთ საკუთარ თავს
ძნელია წახვიდე წინ ისე, რომ არ დაუშვა შეცდომები; არ ეცემით სულით,სინანულს ტოვებთ წარსულში, სწავლობთ მისგან და მიდიხართ წინ.
12.თქვენ იცით, სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი.
გაქვთ განსაზღვრული შეზღუდვები, რომლებსაც უწესებთ საკუთარ თავს.
13.თქვენ კარგად გესმით, რომ განაწყენება და გაბრაზება პრობლემებს არ ჭრის
კარგად გესმით, რომ განაწყენება არც პრობლემებს აგვარებს და არც რაიმე მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. ამიტომ, მსგავს სიტუაციაში ფიქრობთ, როგორ გადაჭრათ პრობლემა.
14.არ გჩვევიათ საქმის გადადება
არ იწყებთ ახალ საქმეს, მანამ, სანამ მიმდინარე საქმეს არ მიიყვანთ ბოლომდე.
15. მიისწრაფვით ცნობიერების გაფართოებისკენ
არასოდეს გამოთქვამთ ვარაუდებს, მანამ, სანამ საფუძვლიანად არ გაერკვევით სიტუაციაში.
არ გჯერათ ნეგატიური წვრილმანების, რომლის შესახებაც გესაუბრებიან. თქვენი მიზანია საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და პოზიტიური ხედვა.
16.თქვენ პასუხისმგებელი ხართ ფინანსურ საკითხებზე
თქვენი გადაწყვეტილებები ფინასური თვალსაზრისით არის აწონილი, თქვენ არ ხარჯავთ საკუთარ ფულს სისულელეებში. არ გაურბიხართ თქვენ წინაშე არსებულ ფინანსურ პასუხისმგებლობას.
17.ძალიან კარგად გესმით, რომ შედეგი შეუპოვრობას მოაქვს
თქვენი შინაგანი მისწრაფება, უფლებას არ გაძლევთ უარი თქვათ იმაზე, რაც შინაგანად გსურთ. მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, არ ყრით ფარ-ხმალს და ბოლომდე აგრძელებთ ბრძოლას.
18.შეგწევთ უნარი, გადალახოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა
მუდმივ მცდელობებში ხართ და მანამ არ ჩერდებით, სანამ თქვენს მიზანს არ მიაღწევთ.
19. ეძებთ საშუალებებს, გახდეთ უკეთესი
მუდმივად ეძებთ განვითარების საშუალებებს. ეძებთ გზებს, მიიღოთ დამატებითი ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, შეიძინოთ სანდო მეგობრები.
20. ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი პრიორიტეტია ძლიერი პიროვნებების დევიზია! ასე რომ თქვენ ცდილობთ ჭამოთ, დალიოთ , იძინოთ და ისუნთქოთ იმდენად სწორად, რამდენადაც ეს თქვენ ჟანმრთელობას სჭირდება.
21.თქვენ ცდილობთ საზღვრებს იქეთ დააყენოთ თქვენივე“ კომფორტის ზონა“
„ერთ სკამზე ჯდომა“-ეს თქვენ არ გეკუთვნით, აქედან თქვენ ხომ ვერაფერს სწავლობთ. ამიტომ გამოდიხართ „კომფორტის ზონის“ საზღვრებიდან, რათა მიიღოთ ახალი გამოცდილება და ახალი ემოციები.
22.თქვენ არ ადანაშაულებთ გარემოებებს
საკუთარ წარუმატებლობებს არ აბრალებთ გარემოებებს, შეგიძლიათ შედეგებზე პასუხიმგებლობის აღება.
23. საკუთარ დროს გონივრულად იყენებთ
დროის ტყუილად კარგვა თქვენთვის სრულიად მიუღებელია. ამდენად, ყოველთვის ცდილობთ დრო პროდუქტიულად გაატაროთ, აქედან სარგებელს იღებთ არა მარტო თქვენ, არამედ გარშემომყოფები.
24.გარშემომყოფებს რთავთ ნებას „გაგიზიარონ“
სხვებს საშუალებას აძლევთ გაგიზიარონ საკუთარი ინიციატივები. თქვენ გსიამოვნებთ მათი მოსმენა და გახარებთ გულშემატკივრობა, მხარდაჭერა.
25.თქვენ მშვიდად აზროვნებთ და ფხიზლობთ კრიზისულ მომენტში.
კარგი შედეგი დგება მაშინ ,როდესაც ყველაფერი წარიმართება მშვიდი გონებით. ასე რომ, ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებთ სიმშვიდეს.