- როცა თამაში მთავრდება, მეფე და პაიკი ერთ ყუთში ხვდება.
- შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა წარმოადგინო.
- სჯობს, ერთი დღე იცხოვრო ლომად, ვიდრე ასი წელი – ცხვრად.
- სტუმრები თევზებივით არიან – 3 დღის შემდეგ ყროლდებიან.
- ცხოვრება ნაძვის ხესავითაა, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც ბურთულებს დაამტვრევს.
- ღმერთო, გადამარჩინე მეგობრებისგან, მტრებს თავად გავუმკლავდები.
- ვინც საკუთარ თავს იცნობს, მთელი სამყარო იცის.
- არაფერია შეუძლებელი, თუკი ნამდვილად გსურს.
- ნუ განსჯი ადამიანებს იმის მიხედვით, თუ რას საუბრობენ მათზე.
- ღვინო და მეგობრობა – თუკი ძველი არაა, ფასი არ აქვს.
- თუკი ცრუობ, მოკლედ თქვი.
- დროდადრო აიტანე სულელები – შესაძლოა, რაღაც ღირებული გაიგო.
- ამინდი, ქმარი და შვილები, ისეთები არიან, როგორიც გვეჩვენება.
- მტერი მაშინაა საშიში, როცა დამარცხებული გვგონია.
- ქალთან დავის ორი მეთოდი არსებობს, მაგრამ არცერთი არ ამართლებს.
- სილამაზე სიკეთის გარეშე ამოწურულ ღვინოს ჰგავს.
- ვირად დაბადებული ცხენად არ მოკვდება.
- არ არსებობს უარესი სამუშაო, ვიდრე გააკეთო და შემდეგ გადააკეთო.
- თუ გინდა, რომ დაგაფასონ, – მოკვდი.
- როცა ცოლს ირთავ და ცხენს ყიდულობ, დახუჭე თვალები და მიენდე ღმერთს.
- მარტოობა სამოთხეშიც კი არავის სურს.
- ყველაფერი ღმერთისგანაა, ქალების გამოკლებით.
- უსაქმურობისას ცუდი რამის კეთებას სწავლობ.
- სიყვარულს, ცეცხლს და ხველას ადამიანებს ვერ დაუმალავ.
- სასიყვარულო ომში ის იმარჯვებს, ვინც მიდის.
- ვინც ლუდს სვამს, ას წლამდე ცოცხლობს.
- არაა საკმარისი ფულის ქონა, დახარჯვაც უნდა შეგეძლოს.
- ნელი სიბერე ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია.
- მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვით, რომ სახე ტალახიანი გაქვთ.
- ნუ შეეხები პრობლემას, ვიდრე ის თავად არ შეგეხება.
- სამყარო მომთმენებს ეკუთვნით.
- იმედი კარგია საუზმედ, ხოლო ვახშმად სისულელეა.
- ნუ გაზომავ მდინარის სიღრმეს ორივე ფეხით.
- ქვეყნებში, სადაც ჩახვალ, იმ წესებს დაემორჩილე, რომლებიც დაგხვდება.
- არ არსებობს მსოფლიოში საქათმე, სადაც მამალი ჩუმადაა და დედალი ყვირის.
- სხვისი რჩევა მიიღე ან უარყავი, მაგრამ არასდროს გადაუხვიო საკუთარს.
- სწორი გზა ხანგრძლივი არასდროსაა.
- ადამიანი იმდენი ღირს, რამდენი ენაც იცის.
- საქმე კარგად გაკეთებულია, თუკი ეს პირველ ჯერზე მოხდა.
- შავი დედალიც თეთრ კვერცხ დებს.
- სჯობს, გქონდეს საკმარისი, ვიდრე ბევრი.
- ღმერთს მათთან საუბარი უყვარს, ვინც დუმს.
- ადამიანს წლები უფრო ცვლიან, ვიდრე წიგნები.
- რაც შენთვისაა განკუთვნილი, ვერავინ წაგართმევს.