ჰოლოკოსტის დროს მან 669 ბავშვი იხსნა. ამ მომენტს ყველა დიდხანს ელოდა. სერ ნიკოლას უინტონი – ფილანთროპია, რომელმაც 1938-39 წლებში 669 ებრაელი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია განახორციელა და მათ ჩეხოსლოვაკიის ნაცისტური ბანაკებიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლაში დაეხმარა. ომის შემდეგ ამის შესახებ არავინ იცოდა.
მხოლოდ 1988 წელს, სერ ნიკოლასის ცოლმა, გრეტამ იპოვნა ჩანაწერების წიგნაკი, რომელშიც 1939 წლიდან, ბავშვების სია და ფოტოსურათები ინახებოდა. ეს არის ნაწყვეტი ვიდეოჩანაწერისა, სადაც უინტონი იმ ადამიანებთან ერთადაა აუდიტორიაში, რომლებიც მან 50 წლის წინ, ჩეხოსლოვაკიაში გადაარჩინა.