დიდი ჩინელი მოაზროვნის ფილოსოფია ფოკუსირებული იყო მორალურ საკითხებზე , როგორც კერძო აგრეთვე საზოგადო თვალსაზრისით. კონფუცი ქადაგებდა საზოგადოებრივი ურთიერთობის სისწორეს, სამართლიანობას და თანასწორობას.
წარმოგიდგენთ 10 ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რომელიც კონფუცის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული:
1. უბრალოდ განაგრძე სიარული
„ არ აქვს მნიშვნელობა რა სიჩქარით მიდიხართ სანამ არ გაჩერდებით“,
თუ სწორ გზაზე გააგრძელებ სიარულს ბოლოს და ბოლოს მიაღწევ სასურველ შედეგს. წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც ყველანაირი გარემოების მიუხედავად თავისი იდეის ერთგული რჩება და მიიწევს დასახული მიზნისკენ.
2. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გარემოცვას
„ ეცადე დაუმეგობრდე მას, ვინც შენზე უკეთესია!“
თქვენი მეგობრები მომავლის „წინასწარმეტყველებას“ წარმოადგენენ. თქვენ მიემართებით იქ, სადაც უკვე იმყოფებიან თქვენი მეგობრები. ეს არის კარგი მიზეზი იმისთვის, რომ დაუმეგობრდეთ თანამოაზრეს, რომელიც თქვენთვის მისაღები მიმართულებით მოძრაობენ. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენს გარემოცვაში მოაქციოთ წარმატებული ადამიანები .
3. ყოველივე კარგს გააჩნია თავისი საფასური
„ ზიზღი ადვილია, ხოლო სიყვარული რთული. ამაზე ბევრი რამ არის დაფუძნებული ჩვენს ცხოვრებაში. კარგის მიღწევა რთულია, ხოლო გაცილებით ადვილია ცუდის მიღება „
ეს ბევრ რამეს ხსნის. ზიზღი, ნეგატივის გამოვლენა, თავის მართლება ადვილია. ხოლო რაც შეეხება სიყვარულს, პატიებას და სიკეთეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
4. თავდაპირველად თქვენი „ხელსაწყოები“ მოამზადეთ
„ცხოვრებისეული მოლოდინი დამოკიდებულია შრომისმოყვარეობაზე. მექანიკოსმა, რომელსაც თავისი სამუშაოს გაუმჯობესება სურს, ჯერ ხელსაწყოები უნდა მოამზადოს“.
კონფუცი ამბობდა: „ წარმატება წინასწარ მზადყოფნაზეა დამოკიდებული, ხოლო მის გარეშე აუცილებლად მარცხი გელის“ . თუ გსურს მიაღწიო წარმატებას, რითაც არ უნდა იყო დაკავებული, წინასწარი მომზადება გჭირდება. ყველაზე დიდ მარცხსაც შეუძლია დააჩქაროს წარმატებისკენ მიმავალი გზა.
5. შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერია
არ აქვს მნიშვნელობა დაუშვი შეცდომა თუ არა, მთავარია შეწყვიტო ამაზე ფიქრი. ეს არის დიდი დანაშაული. არ მისცე ნება შეცდომებს და ნეგატიურ აზრებს , რომ გაგიფუჭონ დღე. შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერია! „იზეიმეთ“ თქვენი შეცდომები, ჩვენ ხომ დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობთ!
6. ყურადღება მიაქციე შედეგებს
„ როცა გაბრაზებული ხარ შედეგებზე იფიქრე“
სოლომონი ბრძენი ამბობდა: „ მომთმენი მამაცზე უკეთესია“. გახსოვდეს , რომ ყოველთვის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და შედეგებზე იფიქროთ.
7. შეიტანე კორექტივები
„ თუ ხედავ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალოთ მიზანი, შეცვალეთ მოქმედება“
არ მიიღო მარცხი, როგორც ვარიანტი, არ დანებდე, უბრალოდ გაასწორე შენი „იალქნები“ და გააგრძელი მიზნისკენ სიარული.
8. ისწავლე ნებისმიერი ადამიანისგან
„ თუ მე ორ ადამიანთან ერთად მივდივარ, თითოეული მათგანი ჩემი მასწავლებელი იქნება. ერთის კარგ თვისებებს მივბაძავ, ხოლო მეორის მინუსებს მაგალითი იქნება ჩემთვის, როგორი არ უნდა ვიყო.“
თქვენ შეგიძლიათ და უნდა ისწავლოთ ყოველი ადამიანისგან, იმის და მიუხედავად მატყუარაა თუ ბრძენი. ყოველი ცხოვრება გაკვეთილებით აღსავსე ისტორიაა.
9. ყველაფერი ან არაფერი
„რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული ცხოვრებაში, აკეთეთ გულით“
ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისთვის მოიხმარეთ მთელი ძალისხმევა ან არ გააკეთოთ საერთოდ. წარმატების მიღწევისთვის უნდა გასცე საუკეთესო და მაშინ იცხოვრებ სინანულის გარეშე.
10. ერთხელ დიდ ჩინელ მოაზროვნესთან ,კონფუცისთან, სტუმრად მოვიდა ერთი განათლებული ქალბატონი და ჰკითხა:
– მითხარი, რატომ საყვედურობენ ქალს, როდესაც ბევრი საყვარელი ჰყავს, ხოლო როცა კაცს ჰყავს ბევრი ქალი, ეს ნორმალურია?
სანამ კონფუცი კითხვას უპასუხებდა, აადუღა ჩაი და 6 ჭიქაში დაასხა.
– მითხარი – ჰკითხა კონფუციმ ქალს – როცა ერთი ჩაიდნიდან ვასხამთ ჩაის 6 ჭიქაში ნორმალურია?
– ხო. – უპასუხა ქალმა.
– აი, ხომ ხედავ და როცა ერთ ჭიქაში 6 ჩაიდნის ჩაის ვასხამთ?! – უპასუხა კონფუციმ.