თუკი ბუზს ჰკითხავთ, არის თუ არა შემოგარენში ყვავილები, გიპასუხებთ:
– არანაირი ყვავილი არ მინახავს, მაგრამ ეს ორმო სავსეა ნაკელით.
ხოლო თუკი ჰკითხავთ ფუტკარს, უნახავს თუ არა ირგვლივ რაიმე უსუფთაობა, გიპასუხებთ:
– უსუფთაობა არსად მინახავს, გარშემო მხოლოდ სურნელოვანი ყვავილებია.
პირველი მათგანი ყველაზე აყვავებულ მდელოზე იპოვის უწმინდურ ადგილს და იქ დაჯდება, მეორე კი – ჭაობში ლოტოსის ყვავილს და მის ნექტარს შეაგროვებს.
მორალი: ჩვენ მხოლოდ იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ.